|
2016-08-18 13:24:09, 933 ნახვა
პოლიტიკა
გია ხუხაშვილი: თუ ბურჭულაძე სხვა პარტიებთან გაერთიანდება, ამან შეიძლება სერიოზული შედეგი მოიტანოს
ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში გია ხუხაშვილი „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ თუ წინასაარჩევნოდ პაატა ბურჭულაძის პარტია „გირჩთან“, „ახალ მემარჯვენეებთან“ და „ახალ საქართველოსთან“ გაერთიანდება, ამან შესაძლოა, არჩევნებზე სერიოზული შედეგები მოიტანოს. „„გირჩის“, „ახალი საქართველოს“, „ახალი მემაარჯვენეებისა“ და პაატა ბურჭულაძის პარტიის შესაძლო გაერთიანება მოსალოდნელი იყო. გამომდინარე იქიდან, რომ პაატა ბურჭულაძე ძალიან სწრაფად აყალიბებდა პარტიას და ფილტრაციის არანაირი ინსტრუმენტი არ ქონდა და სწორედ ამიტომ, ეს ყოველივე ბუნებრივი პროცესია. პაატა ბურჭულაძეს ხალხში გარკვეული მხარდაჭერა აქვს, მაგრამ პოლიტიკური გამოცდილება და ინფრასტრუქტურა არ გააჩნია, ხოლო დანარჩენ პარტიებს ელექტორატის მხარდაჭერა არ აქვთ. გააჩნია როგორ განვითარდება მოვლენები, შესაძლოა, ამ გაერთიანებამ სერიოზული მხარდაჭერა მოიპოვოს“, - აცხადებს ხუხაშვილი. შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში პაატა ბურჭულაძის პარტიის ოფისში, პაატა ბურჭულაძის პარტიას „სახელმწიფო ხალხისთვის“ „გირჩთან“, „ახალ საქართველოსა“ და „მემარჯვენეებთან“ გაერთიანების თაობაზე შეხვედრა მიმდინარეობს. როგორც შეხვედრის დაწყებამდე ”გიჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პრინციპულად მნიშვნელოვანია ქვეყანაში მოხდეს პროდასავლური ძალების გაერთიანება.
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)