|
2016-08-18 12:04:30, 1689 ნახვა
ეკონომიკა
გლობალური ინოვაციის ინდექსის რეიტინგში საქართველო 9 პოზიციით დაწინაურდა და 64-ე ადგილზეა
2016 წლის გლობალური ინოვაციის ინდექსის რეიტინგში საქართველომ 64-ე ადგილი დაიკავა, და 2015 წელთან შედარებით რეიტინგში 9 პოზიციით დაწინაურდა. ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს. გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, საქართველომ 100 ბალიანი შეფასების კრიტერიუმით 33,9 ქულით გაუსწრო ისეთ უმსხვილეს ქვეყნებს როგორიცაა : ინდოეთი, ბრაზილია, ყაზახეთი და სხვა. გლობალური ინოვაციის ინდექსი წარმოადგენს ერთ-ერთ ძირითად ინსტრუმენტს და მდიდარ მონაცემთა ბაზას, სადაც დეტალურად არის ასახული ყველა ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლები, რომელიც 2016 წელს მოიცავდა 128 ქვეყნის მაჩვენებელს, რაც წარმოადგენს მსოფლიო მოსახლეობის 92.8%-ს და გლობალური მშპ-ს 97.9%-ს. 2016 წლის გლობალური ინოვციური ინდექსის, ამჯერად უკვე მეცხრე გამოცემა, ერთობლივად გამოქვეყნდა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ჭIPO) , კორნელის უნივერსიტეტის (ჩორნელლ Uნივერსიტყ) და ბიზნეს ადმინისტრირების ევროპული ინსტიტუტის (INშEAD) მიერ. გლობალური ინოვციური ინდექსი ძირითადად შედგება მსოფლიო ეკონომიკების ინოვაციური პოტენციალის რეიტინგებისა და შედეგებისგან. ბოლო 9 წლის განმავლობაში, GII-მ დაიმკვიდრა თავი როგორც წამყვან ინფორმაციის წყაროდ ინოვაციებში. ინოვაციებში ადამიანური ასპექტების კარგად გათვითცნობიერება არის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკის შემუშავებისთვის რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ეკონომიკის განვითარებას. საქართველოს მთავრობამ შექმნა სპეციალური ორგანო საქართველოს ინოოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს სახით, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარებას. ბოლო ორი წლის განმავლობაში სახელმწიფოს მხრიდან მოხდა ინოვაციების ხელშემწყობი ინფრასტრუქტურის განვითარება, მათ შორის გაიხსნა საქართველოში პირველი ტექნოლოგიური პარკი, რომელიც ერთი ფანჯრის პრიციპით უწევს მომსახურებას ინოვატორებს და სტარტაპებს. ასევე შეიქმნა საქართველოს მასშტაბით სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიები, გამოგონებების პროტოტიპირებისთვის და ტესტირებისვის. ინოვაციების სააგენტომ ორგანიზება გაუწია მომავლის პროფესიების მიმართულებით ტრენინგების ჩატარებას, რომლის საფუძველზეც გადამზადდა 5000-მდე ახალგაზრდა. ინოვაციების სააგენტოს მხრიდან 2015 წლის განმავლობაში მოხდა 17 ინოვაციური სტარტაპისთვის გრანტების გაცემა , რომლის მთლიანი ღირებულება შეადგენდა 750 000 ლარს. ამის საფუძველზე მოხდა ინოვაციური კომპანიების განვითარება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ზოგ შემთხვევაში ქართული ინოვაციური პროდუქტების ექსპორტზე გატანა. გარდა ამისა, 2016 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობის მხრიდან გადადგმული იქნა რამდენიმე უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი, რომელიც სახელმწიფოს აღნიშნულ რეიტინგში ადგილის კიდევ უფრო გაუმჯობესების მნიშვნელოვანი საწინდარი იქნება, აღნიშნული აქტოვობები 2016 წლის გლობალური ინოვაციების ინდექსის რეიტინგში ჯერ არ არის შეტანილი. კერძოდ: საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ოთხ პუნქტიანი გეგმის ფარგლებში შემუშავდა ინოვაციური სტარტაპების დაფინანსების და ხელშეწყობის პროგრამა, რომელსაც ახორციელებს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო და საპარტნიორო ფონდი . ინოვაციების სააგენტოს ავტორობით შემუშავდა ინოვაციების შესახებ საქართველოში პირველი საკანონმდებლო ჩარჩო დოკუმენტი, კანონით სახელმწიფოში მნიშვნელოვნად მოწესრიგდა ინოვაციური საქმიანობის დაფინანსება, ინოვაციების ხელშემწყობი ინფრასტრუქტურების განვითარება, მოხდა მეცნიერთა და გამოგონებელთა სამართლებრივი უფლებების დაცვა და მათთვის გარანტირებული შემოსავლის უზრუნველყოფა. კანონი განამტკიცებს ინტელექტუალური საკუთრების უფლების დაცვას და ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრავს სახელმწიფოს ჩაურევლობას საპატენტო უფლებებში. გარდა ამისა, კანონი შესაძლებელს ხდის გაიცეს ინოვაციების სააგენტოს მიერ სახელმწიფო გრანტები მეწარმე სუბიექტებზე ინოვაციური საქმიანობის განსახორციელებლად. აღსანიშნავია, რომ „ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონი დაფუძნებულია აშშ-ს „Bაყჰ Dოლე“ კანონზე, რომლიც მიღებითაც აშშ-ში უდიდესი ტრანსფორმაცია განიცადა ინოვაციების განვითარებამ, ხელი შეუწყო კერძო სექტორის ჩართულობას და კომერციალიზაციას. გლობალური ინოვაციების ინდექსის (GII) სტრუქტურა 5 შემავალი კომპონენტი მოიცავს ეროვნული ეკონომიკის ელემენტებს, რომელიც ხელს უწყობს ინოვაციურ აქტივობებს, ესენია: (1) ინსტიტუტები; (NS)
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)