|
2016-08-18 11:27:04, 1302 ნახვა
ეკონომიკა
ეროვნულმა ბანკმა სს "კავკასიის განვითარების ბანკი - საქართველო" - ში დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სს "კავკასიის განვითარების ბანკი - საქართველო" - ში დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნის თაობაზე მიიღო გადაწყვეტილება. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აღნიშნული გამოწვეულია არა საქართველოში მოქმედი ბანკის პრობლემებით, არამედ აზერბაიჯანში, მშობელი ბანკის გარშემო განვითარებული პროცესებით. ""კავკასიის განვითარების ბანკი - საქართველო", რომლის აქტივები საქართველოს მთლიანი საბანკო აქტივების 0.14 პროცენტს შეადგენს, განაგრძობს კლიენტების მომსახურებას. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ბანკის კაპიტალისა და ლიკვიდობის დონე საკმაოდ მაღალია და საჭიროების შემთხვევაში დროებითი ადმინისტრაცია მზად არის სრულად დააკმაყოფილოს კრედიტორების, მათ შორის, დეპოზიტართა მოთხოვნები. ამასთანავე, ვაცხადებთ, რომ საქართველოს საფინანსო სფერო ჯანსაღია, რეგულირდება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად და ეროვნული ბანკის ყველა გადაწყვეტილება ემსახურება მხოლოდდამხოლოდ სექტორის სტაბილურ და მდგრად განვითარებას",-ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)