|
2016-08-17 21:39:43, 795 ნახვა
საზოგადოება
პროკურატურა 2012 წლის ოქტომბრამდე სასჯელაღსრულების სისტემაში პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე განცხადებას ავრცელებს
საქართველოს პროკურატურა 2012 წლის ოქტომბრამდე სასჯელაღსრულების სისტემაში პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე განცხადებას ავრცელებს. "მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს პროკურატურა მიზანშეწონილად მიიჩნევს საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია ბოლო პერიოდში ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით, სადაც ასახულია 2012 წლის ოქტომბრამდე პერიოდში, საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები. პროკურატურის საგამოძიებო დანაყოფებში, 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ დაიწყო გამოძიება სასჯელაღსრულების სხვადასხვა დაწესებულებებში პატიმართა მიმართ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულების გამოვლენისა და დამნაშავე პირთა იდენტიფიცირების მიზნით. პატიმართა წამების ამსახველი, საჯაროდ გავრცელებული ვიდეომასალის ირგვლივ ჩატარებული გამოძიების შედეგად, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა და გამამტყუნებელი განაჩენი დადგა არაერთი პირის მიმართ, მათ შორის როგორც მაღალი რანგის თანამდებობის პირების, ისე მათდამი დაქვემდებარებული საშუალო და დაბალი რგოლის საჯარო მოხელეების მიმართ, კერძოდ: გავრცელებულ ვიდეო მასალაში ასახულ „პატიმრის ცოცხით წამების ეპიზოდზე“ საქართველოს მთავარ პროკურატურაში ჩატარებული გამოძიების შედეგად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8-ე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსი ოლეგ ფაცაცია და ამავე დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორი ბორის ფარულავა 2013 წლის 14 ივნისს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ იქნა გამამტყუნებელი განაჩენი და დასახელებული პირები ცნობილ იქნენ დამნაშავედ პატიმრის წამების ფაქტზე. გარდა აღნიშნული ეპიზოდებისა, საჯაროდ გავრცელებულ ვიდეომასალაში ასახული პატიმართა წამების სხვა ფაქტებზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ და სასამართლოს მიერ დამნაშავეებად იქნენ ცნობილი, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #8 დაწესებულების დირექტორის მოადგილე ვიქტორ ყაჭეიშვილი, ამავე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსი ოლეგ ფაცაცია, დაწესებულების რეჟიმის კონტროლიორები ლევან ფხალაძე, კობა ჩიკვატია და მამუკა ჩხიტუნიძე, დაწესებულების ოპერატიული მორიგის თანაშემწე გურამ ცომაია, უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ლევან ფურცხვანიძე და ამავე განყოფილების უფროსი ინსპექტორი ბორის ფარულავა. დასახელებულ დანაშაულებრივ ეპიზოდებზე უკვე დასრულებულია სამართალწარმოება და მიღებულია სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება. საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, სასჯელაღსრულების სხვადასხვა დაწესებულებებში, პატიმართა მიმართ 2012 წლის 01 ოქტომბრამდე ჩადენილ ძალადობრივი დანაშაულის ფაქტებზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის 60 თანამშრომელი, მათგან სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენი დამდგარია 42 პირის მიმართ. რაც შეეხება ბოლო პერიოდში ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ ვიდეო მასალას, სადაც ასახულია 2012 წლის ოქტომბრამდე სასჯელაღსრულების სხვადასხვა დაწესებულებებში პატიმართა ცემა-წამების ფაქტები, როგორც აღინიშნა ვიდეო მასალაზე დაფიქსირებულ დანაშაულებრივ ქმედებებზე მომხდარია შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება, იდენტიფიცირებულია დანაშაულის ჩამდენი პირები, რომლებიც მიეცნენ პასუხიგებაში და მათ მიმართ დამდგარია სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, ვიდეო მასალის წარმომავლობისა და გავრცელების ფაქტთან დაკავშირებით შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოხდება ე.წ. „ციხის კადრების“ საქმიდან ცალკე წარმოებად გამოყოფილი სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, რომელზედაც მიღებული გადაწყვეტილების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას"- ნათქვამია განცხადებაში.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)