|
2016-08-17 21:36:15, 945 ნახვა
პოლიტიკა
საარჩევნო ბლოკი „ვაშაძე, ჯაფარიძე- ახალი არჩევანი“ პაატა ბურჭულაძის მოძრაობას გაერთიანებას სთავაზობს
საარჩევნო ბლოკი „ვაშაძე, ჯაფარიძე- ახალი არჩევანი“ პაატა ბურჭულაძის მოძრაობას გაერთიანებას სთავაზობს. ამის შესახებ ბლოკის წევრებმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადეს. გიორგი ვაშაძის განცხადებით, პოლიტიკოსებმა, რომლებსაც აქვთ პასუხისმგებლობა და საერთო ფასეულობები, მკვეთრად გამოხატული დასავლური ღირებულებები, უნდა გააერთიანონ საკუთარი ძალები და გამოცდილება საქართველოს კეთილდღეობისათვის. „დღეს არის მოცემულობა, რომლითაც საქართველოს მოქალაქეებს ფაქტობრივად წართმეული აქვთ არჩევანი. ვფიქრობთ, რომ ჩვენი მოსახლეობა არ იმსახურებს არჩევანს ცუდსა და აურესს შორის, „ქართულ ოცნებასა“ „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის, საქართველო იმსახურებს ახალ, უკეთეს მომავალს. „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დრო ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს. ჩვენ ვხედავთ პაატა ბურჭულაძისადმი მაღალ ნდობას საზოგადოების მხრიდან. ჩვენ ვხედავთ მისი საქმიანობის დადებით შედეგებს. მიგვაჩნია, რომ მას აქვს ყველა რესურსი, გააერთიანოს მის გარშემო ყველა პროდასავლური ძალა და მართლაც ერთიანი, მძლავრი პროდასავლური ცენტრი ჩამოყალიბდეს, რომელიც ქვეყანას გამოიყვანს იმ ღრმა კრიზისიდან, რომელშიც დღეს იმყოფება“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)