|
2015-03-09 11:18:06, 624 ნახვა
ეკონომიკა
აზიმ სადიკოვი: მცურავი კურსის არსებობის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობამ სწორი პოლიტიკა აწარმოა
კავკასიაში სავალუტო ფონდის წარმომადგენელის აზიმ სადიკოვის განცხადებით, ლარის გაუფასურება საგარეო რყევების შედეგია და ახლა ქართულ ეკონომიკაზე საგარეო რყევების გავლენის შემცირებაზე მუშაობაა საჭირო. როგორც აზიმ სადიკოვმა "მოამბესთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში აღნიშნა, შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, მთავრობამ სწორი პოლიტიკა აწარმოა. სავალუტო ფონდის წარმომადგენელი მთავრობას ინვესტიციების მოსაზიდად გააქტიურებას და უცხოელებისთვის დაწესებული შეზღუდვების გაუქმებას, ან გამარტივებას ურჩევს. "ეროვნული ვალუტის გაუფასურება ჯანსაღი პროცესია.თუ გავითვალისწინებთ იმ შოკს, რომელსაც ქართული ეკონომიკა განიცდის, ლარის კურსის ასე ვთქვათ, გაშვება სასურველი გადაწყვეტილებაც კი იყო. მცურავი კურსის არსებობის გათვალისწინებით, ის რაც მოხდა მთავრობის მხრიდან იყო სწორი პოლიტიკა. რადგან თუ ლარის კურსს არ გაუშვებდნენ, ეს საქართველოს რეზერვების ფასად დაუჯდებოდა, რომელიც ქვეყანამ არ უნდა გამოიყენოს, როცა ასეთ მასშტაბურ და ხანგრძლივ ეკონომიკურ შოკს განიცდის და მეორე, თუ ლარი გაძვრიდებოდა საქართველოში, წარმოება გაძვირდებოდა იმპორტირებულ საქონელთან შედარებით. ანუ, ლარის გაუფასურება იყო სწორი პოლიტიკის ნაწილი. ჩვენი გზავნილი მთავრობის მიმართ ის არის, რომ ეს არის საგარეო რყევების შედეგი, ეს არ არის საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგი, ეს არ არის შიდა ფაქტორი, მაგრამ აუცილებელია, ბევრი ვიმუშაოთ ერთად, რათა მინიმუმადე დავიყვანოთ საგარეო რყევების გავლენა ქართულ ეკონომიკაზე",-განაცხადა აზიმ სადიკოვმა "მოამბესთან" ინტერვიუში.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)