21:34 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-17 17:46:56, 663 ნახვა

საზოგადოება
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო მოლოპოლსკას რეგიონთან ითანამშრომლებს

დღეს, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეებმა ლევან გორგილაძემ და ზურაბ თენიეშვილმა პოლონეთის მოლოპოლსკას რეგიონის სამთავრობო დელეგაციასთან შეხვედრა გამართეს. 

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორივე ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა და შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობაზე. 

პოლონური მხარის ბათუმში ვიზიტი „რეგიონთაშორისი თანამშრომლობის მემორანდუმის“ პროექტის შემუშავებისათვის მოსამზადებელ ეტაპს წარმოადგენს. მემორანდუმში გათვალისიწნებული იქნება თანამშრომლობა ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით.

სამთავრობო დელეგაციას მალოპოლსკას რეგიონის ვიცე მარშალი ვოიცეხ კოზაკი ხელმძღვანელობს. დელეგაცია დაკომპლექტებულია მალოპოლსკას რეგიონის დეპუტატებითა და საბჭოს წევრებით. 

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკისა და პოლონეთს შორის თანამშრომლობა 6 წელს მოიცავს. 

მიმდინარე წლის 19-29 ივლისს აჭარის ონკოლოგიური ცენტრის 3 მედიკოსი სპეციალიზებული ტრენინგ-კურსის გასავლელად სილეზიის სავოევოდოში იმყოფებოდა. 16 აგვისტოს კი პოლონეთში, აჭარის ონკოლოგიური ცენტრის კიდევ ორი მედიკოსი გაემგზავრა. ისინი კვალიფიკაციას ამავე კლინიკის რადიოლოგიისა და გამოსახვითი დიაგნოსტიკის დეპარტამენტში აიმაღლებენ.

2015 წელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და სილეზიის სავოევოდოს მთავრობებს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში ორი ექიმი რევმატოლოგი და იმუნოლოგი გამოცდილების გაზიარების მიზნით სილეზიის სავოევოდოს „უსტრონის რევმატოლოგიისა და რეაბილიტაციის ჰოსპიტალში“ იმყოფებოდნენ. გადამზადების 2-კვირიანი კურსი თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას მოიცავდა.

2014 წელს განხორციელდა „აჭარის შრომისა ბაზრისა და ეკონომიკური ობსერვატორიის დაარსების პროექტის“ პირველი ეტაპი, რომელიც მოიცავდა მალოპოლსკას რეგიონის ექსპერტების უშუალო ჩართულობას პროექტის დეტალების შემუშავებაში, სასწავლო-გაცვლით ვიზიტებსა და სამუშაო შეხვედრებს. შედეგად, 2015 წლიდან აჭარაში ფუნქციონირებს „აჭარის შრომის ბაზრისა და ეკონომიკური კვლევების ობსერვატორია“, რომლის მიზანია საჯარო ადმინისტრაციების კომპეტენციის ამაღლება, ინფორმაციის შეგროვების, ანალიზისა და ანგარიშგების ინსტრუმენტების დახვეწა. 
2014 წელს ქ. ბათუმის შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრს ქართველი კოლეგების გადამზადების მიზნით სტუმრობდა პოლონელი რეაბილიტოლოგი.

2013 წელს პოლონეთის ონკოლოგიურ ცენტრში გაცნობითი ხასიათის ვიზიტით იმყოფებოდა აჭარის ონკოლოგიური ცენტრის დირექტორი. 

2011–2013 წლებში პოლონეთში სილეზიის ქ. ზაბჟეს გულის დაავადებათა ცენტრში აჭარის სამედიცინო დაწესებულებებიდან სტაჟირების კურსი გაიარა შვიდმა ექიმმა და ერთმა მედდამ.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics