|
2016-08-17 16:07:07, 807 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი თბილისის მაჟორიტარებზე: თუ ვინმეს ჰგონია, რომ სპორტი მეორეხარისხოვანია, ის ძალიან ცდება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას „ქართული ოცნების“ თბილისის მაჟორიტარი დეპუტატების შესახებ გამოთქმულ მოსაზრებს გამოეხმაურა და განაცხადა- „ თუ ვინმეს ჰგონია, რომ საქართველოში სპორტის თემა მეორეხარისხოვანია, ის მომავალ თაობაზე არ ფიქრობს“. „თბილისის მაჟორიტარებთან დაკავშირებით უზნეო სპეკულაციაა, რომ მათი ნაწილი სპორტსმენები და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები არიან. ჩვენი პარტიის მაჟორიტარულ და პროპორციულ სიაში შეყვანილი ადამიანები სვადასხვა სფეროს წარმომადგენლები არიან. თუ ვინმეს გონია, რომ საქართველოში სპორტის თემა მეორეხარისხოვანია, ის ჩვენს მომავალ თაობაზე არ ფიქრობს. ჩვენი საარჩევნო სია საკმაოდ დაბალანსებულია - აქ არიან ეკონომისტები, ფინანსისტები, იურისტები, ბიზნესმენები, დიპლომატებიც და ა.შ.“, - განაცხადა ვოლსკიმ. შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არიან: გლდანის მე-20 ოლქი კობა კობალაძე, გლდანის 21-ე ოლქი ლევან კობიაშვილი, გლდანის 22-ე ოლქი ლევან კობერიძე, დიდუბის მე-15 ოლქი ზაზა პაპუაშვილი, დიდუბის მე-16 ოლქი ილია წულაია, ვაკის მე-2 ოლქი ბიძინა გეგიძე, ვაკის მე-3 ოლქი ზაზა ხუციშვილი, ისნის მე-8 ოლქი ირაკლი აბუსერიძე, ისნის მე-9 ოლქი დავით ჭიჭინაძე, ისნის მე-10 ოლქი ბექა ნაცვლიშვილი, კრწანისის მე-7 ოლქი ბექა ოდიშარია, ნაძალადევის მე-17 ოლქი სოფო კილაძე, ნაძალადევის მე-18 ოლქი მიხეილ ყაველაშვილი, ნაძალადევის მე-19 ოლქი ზაზა გაბუნია, საბურთალოს მე-4 ოლქი მამუკა მდინარაძე, საბურთალოს მე-5 ოლქი ნინო გოგუაძე, საბურთალოს მე-6 ოლქი ლევან გოგიჩაიშვილი, სამგორის მე-11 ოლქი გიორგი მოსიძე, სამგორის მე-12 ოლქი მარიამ ჯაში, სამგორის მე-13 ოლქი შოთა ხაბარელი, ჩუღურეთის მე-14 ოლქი გია ვოლსკი.
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)