07:28 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-17 15:45:04, 725 ნახვა

პოლიტიკა
ვოლსკი „ცენტრისტებზე“: არარსებულ მხარესთან საკონსტიტუციო სასამართლოში დავა აზრს კარგავს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ პარტია „ცენტრისტების“ გაუქმების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს აღარ მიმართავს.

ვოლსკის განცხადებით, „ცენტრისტები“ იურიდიულად , პრქტიკულად“ არარსებული პარტიაა და არაარსებულ მხარესთან დავა აზრს მოკლებულია.

 „პარტია „ცენტრისტები“ საარჩევნო სუბიექტს აღარ წარმოადგენს. სერიოზული პროცედურული დარღვევების გამო, პარტია საჯარო რეესტრის მიერ რეგისტრირებელი არ არის. „ცენტრისტებს“, ფაქტიურად, ოფიციალური წარმომადგენელი არ ყავთ და პარტია, პრაქტიკულად, არ არსებობს. აქედან გამომდინარე, არარსებულ მხარესთან საკონსტიტუციო სასამართლოში დავა აზრს კარგავს. ეს ჩვენი იურისტების პოზიციაა. ვიღაცები ეცდებიან, რომ ამ საქმიდან პოლიტიკური დივიდენდები მიიღონდა და გამოგონილ საფრთხესთან ბრძოლაში პოლიტიკური აზრი დააფიქსირონ. „ცენტრისტებთან“ დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაცია არ მქონია. ზოგადად, ეს თემა ჰაერიდან მოტანილი მგონია. ადამიანი, რომელიც პუტინის სურათით დაიარება და ამბობს, რომ მხოლოდ ივანიშვილისა და პატრიარქის აზრს გაითვალისწინებს, ვისი პოლიტიკური ინტერესი შეიძლება იყოს ეს ყოველივე? ზოგიერთს ევროატალნტიკური მისწრაფებების მქონე პოლიტიკური სუბიექტის ნიშის დაკავება სურს მაშინ, როდესაც ეს ვაკუუმი შევსებულია. ჩვენ, პრაქტიკულად, ევროკავშირის ასოცირებული წევრები ვართ და ნატო-თან ინტენსიური ურთიერთობა გვაქვს“, - განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ ”ქართული ოცნება“ „ცენტრისტებთან“ დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელის მომზადებას გეგმავდა, რომელშიც პარტიის გაუქმება იყო მოთხოვნილი.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics