|
2016-08-17 14:22:47, 757 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: ცუდ ხელისუფლებას ქმნიან კარგი ადამიანები, რომლებიც არჩევნებზე არ მიდიან
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „შენი ხმა ჩვენი მომავალია" კამპანიის ფარგლებში, ქობულეთის საზაფხულო სკოლის მონაწილეებს შეხვდა. გიორგი მარგველაშვილი პროექტის მეორე ეტაპის მიმდინარეობას გაეცნო და ახალგაზრდებს არჩევნებში მათი ჩართულობის მნიშვნელობაზე ესაუბრა. „ასეთი გამოთქმაა, ცუდ ხელისუფლებას ქმნიან კარგი ადამიანები, რომლებიც არ მიდიან არჩევნებზე, რჩებიან სახლში და ამის შედეგად იქმნება ცუდი ხელისუფლება, ცუდი დემოკრატიაც ასე იქმნება,"- აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა. პრეზიდენტის თქმით არჩევნებში მონაწილეობით და საზოგადოების ჩართულობით დემოკრატიის გაჯანსაღება ხდება."მთავარი არგუმენტი იმაში მდგომარეობს, რაც ჩვენ უნდა მივიტანოთ ჩვენ საზოგადოებამდე - რომ ჩვენ არავის ვთხოვთ, რომ ვინმეს მისცეს ხმა, არავის ვთხოვთ, რომ ჩვენ დაგვიჭიროს მხარი, მხოლოდ ვითხოვთ, რომ ისინი იყვნენ ჩართულნი თანამედროვე საქართველოს შემოქმედებაში, თანამედროვე საზოგადოების შექმნაში. ეს შეიძლება, გარკვეულწილად კლიშეს შეცვლა იყოს, იმიტომ, რომ აქ არავითარი აგიტაცია არ ხდება, არ ხდება იმის მოწოდება, რომ ამის წინააღმდეგ გადადგი ნაბიჯი, ან იმის მომხრე იყავი, მაგრამ ხდება მთავარი, ხდება პოზიციის დაფიქსირება, რომ შენ უნდა იყო ჩართული არჩევნებში და შენი ხმა არის მომავალი საქართველოსი", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. მისი განმარტებით, ჩვენ უნდა შევძლოთ ავამუშაოთ დემოკრატიის მანქანა, რომელიც ამომრჩევლისა და არჩეული პოლიტიკოსის მუდმივი კონტაქტია. "ვფიქრობ, ისიც უნდა ვუთხრათ მოქალაქეებს შეხვედრებზე, რომ არა მხოლოდ არჩევნებზე მისვლით ამოიწურება მოქალაქის ვალდებულება, არამედ არჩევნების შემდეგაც მუდმივი კონტაქტით შენს დეპუტატთან, იმ პარტიასთან, რომელსაც ხმა მიეცი, იმ დავალდებულებებით, რომელსაც წერილის მიწერა ჰქვია, რომელსაც პოზიციის დაფიქსირება ჰქვია", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. საქართველოს პრეზიდენტმა საზაფხულო სკოლის მონაწილეების შეკითხვებსაც უპასუხა. „შენი ხმა ჩვენი მომავალია" კამპანიის მიზანი არჩევნებში ახალგაზრდების ჩართულობისა და სამოქალაქო აქტივობის გაზრდაა. საზაფხულო სკოლა 7 დღის განმავლობაში ტრენინგებსა და სხვადასხვა აქტივობებს მოიცავს, კამპანია საქართველოს 9 რეგიონში მიმდინარეობს.
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)