|
2016-08-17 13:37:44, 1420 ნახვა
ეკონომიკა
ტურისტულ სააგენტოებს ახალი ტურისტული სერვისი გააცნეს
ახალი ტურტისტული სერვისის გაცნობის მიზნით, მაჭახელას ხეობაში ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ ინფოტურს გაუწია ორგანიზება. ტურის ფარგლებში ადგილობრივი ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები მაჭახელას ხეობაში არსებულ რაფტინგის სერვის გაეცნენ და თავადვე გამოსცადეს მდინარე მაჭახელაზე სპეციალური საჯომარდო ნავებით დაშვების შესაძლებლობა. მათ ორგანიზატორი კომპანიისგან “Rafting in Ajara“ თანამშრომლობის პირობების შესახებაც მიიღეს დეტალური ინფორმაცია. კომპანია დაინტერესებულ პირებს მდინარე მაჭახელაზე რაფტინგს სთავაზობს, რომლის შესახებაც დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ვებგვერზე getur.ru. ტურის ფარგლებში სააგენტოების წარმომადგენლებმა ხელვაჩაურის რაიონში, სოფელ ჯოჭოში ახლად გახნილი რესტორანი შატო ერგეც მოინახულეს, რომელიც მდინარის პირას შუა საუკუნეების სტილში აგებულ შენობას წარმოადგენს, სადაც ტრადიციული ქართული კერძები მზადდება. სააგენტოების წარმომადგენლებისთვის რესტორნის მენეჯმენთთან შეხვედრა და თანამშრომლობის პირობების გაცნობაც მოხდა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო მუდმივად ატარებს ინფოტურებს სააგენტოებისთვის ახალი სერვისებისა და ტურისტული პროდუქტების გაცნობის მიზნით. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)