|
2016-08-17 10:42:32, 1557 ნახვა
ეკონომიკა
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია Fab Lab -ის ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაზე წარსდგა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ჩინეთის ქალაქ შენჟენში სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია Fab Lab -ის ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაზე fab12 -ზე წელს წარსდგა. 8-14 აგვისტოს, ქალაქ შენჟენში გაიმართა ფაბლაბების საერთაშორისო კონფერენცია, რომელზეც ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ფაბლაბებისის პროექტის კოორდინატორები იყვნენ მიწვეულნი. Fab12 - ის ღონისძიებას ესწრებოდა მსოფლიოს 1000 - მდე ფაბლაბის მენეჯერი, ტექნიკური სპეციალისტები, ფაბლაბების ქსელების ხელმძღვანელები. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ სხვადასხვა ქვეყნების მთავრობის წარმომადგენლები, მერები და მაღალი რანგის ადგილობრივი მთავრობის წევრები. ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს ფაბლაბების პროექტს საქართველოში, რომლის ფარგლებშიც უკვე 7 ფაბლაბი შეიქმნა და იგეგმება აღნიშნული რიცხვის 25-მდე გაზრდა. fab12 - ის ღონისძიებაზე დასწრებამ სააგენტოს შესაძლებლობა მისცა უფრო მეტად დაუახლოვდეს მსოფლიო ფაბლაბების ქსელს, აქტიურად ჩაერთოს "FabCity"-ს კონცეფციის შემუშავებასა და დანერგვაში, ასევე დაეხმარება გაიჩინოს მეტი პარტნიორი ორგანიზაცია.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)