16:29 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-09 17:19:10, 360 ნახვა

პოლიტიკა
ლატვიის პრემიერი: ჩვენ დაგეხმარებით, განახორციელოთ ვიზის ლიბერალიზაციის პროცესისთვის საჭირო რეფორმები

ჩვენ დავეხმარებით საქართველოს, განახორციელოს ვიზის ლიბერალიზაციის პროცესისთვის საჭირო რეფორმები, - ამის შესახებ ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ლაიმდოტა სტრაუიუმამ ქართველ კოლეგა ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

ლატვიის მთავრობის მეთაურმა ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრა და ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების იმედი გამოთქვა. ლაიმდოტა სტრაუიუმამ ირაკლი ღარიბაშვილს კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა.

ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირების, ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესის ინტენსიფიკაციისა და სავიზო დიალოგის დასრულების თვალსაზრისით, საქართველოსთვის რიგის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის განსაკუთრებულ დატვირთვაზე ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა ლატვიის როლი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ შემდგომი განვითარების პროცესში და ევროინტეგრაციის დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმების წარმატებით განხორციელების მზადყოფნა გამოთქვა.

ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინაშე არსებულ საფრთხეებს დაეთმო.

„განვიხილეთ სოხუმის საოკუპაციო რეჟიმსა და მოსკოვს შორის 24 ნოემბერს ხელმოწერილი „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ ე.წ. „ხელშეკრულება“, ასევე გამოვთქვით შეშფოთება ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთან მსგავსი დოკუმენტის დაგეგმილი ხელმოწერის გამო. ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია ლატვიის, ევროკავშირის და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა იმ დროს, როდესაც გრძელდება დესტრუქციული ქმედებები საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მედვედევი: დროა, შევწყვიტოთ ტოლერანტული დამოკიდებულება მეზობლების EU-ში გაწევრიანების მიმართ
პაპუაშვილი მოლდოვის ყოფილ პრეზიდენტ დოდონს და პრორუს დეპუტატებს შეხვდა
ბაზისბანკმა IFC-სგან გამორჩეული პარტნიორობისთვის ჯილდო მიიღო
ნიკა მელიამ მტკიცებულებები უდაო გახადა - საქმე დასკვნით ეტაპზე გადავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics