21:34 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-16 13:36:57, 879 ნახვა

საზოგადოება
ატენში საოჯახო ღვინის მარანი გაიხსნა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში, ღვინის მარანი ,,შატო ატენი" გაიხსნა. ვანიშვილების ახალი საოჯახო მარნის პრეზენტაციას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს. 

უწყების ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის საოჯახო ღვინის მარნების გახსნა  მეღვინეობის დარგის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„ასეთი ტიპის საოჯახო მარნების გახსნა ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ატენური ღვინის კატეგორიის დამკვიდრებისთვის, ასევე აგროტურიზმისა და ღვინის ინდუსტრიის განვითარებისთვის. ატენური ძალიან ცნობილი დასახელებაა და სამწუხაროდ მისგან ცოტა ღვინო იწარმოება. ასეთი ხარისხიანი, პატარა საოჯახო მეურნეობები ნამდვილად ხელს შეუწყობს  ამ პოპულარული სახელის შენარჩუნებასა და განვითარებას“  - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარისგიორგი სამანაშვილის  განცხადებით, ატენურ ღვინოს საკმაოდ დიდი საექსპორტო პოტენციალი გააჩნია.

„ატენური ქართული ღვინის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ძველი დასახელებაა და სამწუხაროდ ის ბოლო წლებში ნაკლებად ცნობილია, განსაკუთრებით საექსპორტო ბაზრებზე. ასეთი საშუალო და მცირე ზომის ღვინის მარნების განვითარება პირველი ნაბიჯებია, რომელიც  ქართლის მეღვინეობის გაძლიერებას დაეხმარება“ - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.

როგორც მარნის მეპატრონემ, იოსებ ვანიშვილმა აღნიშნა,  სტუმრები ადგილზე შეძლებენ ორი დასახელების ღვინის - ატენურისა და თავკვერის და ასევე ჭაჭის შეძენასა და  დაგემოვნებას.
ვანიშვილების საოჯახო მარანი „შატო ატენი“ ჩართული იქნება პროექტში „საქართველოს ღვინის გზა“. 
(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics