21:34 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-16 12:58:56, 1078 ნახვა

საზოგადოება
სერგეენკო: პენსიონერები ისეთ ადგილებზე საქმდებიან, რომელიც მძიმე ფიზიკურ შრომას არ მოითხოვს

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენო პენსიონერების დასაქმების საკითხზე ოპონენტების კრიტიკას გამოეხმაურა.

სერგეენკოს თქმით, უმჯობესია, კრიტიკამდე, ან რაღაცის შექებამდე ყველამ ამა თუ იმ იდეის კონცეფციაში ჩაიხედოს.

მინისტრის განმარტებით, პენსიონერები ისეთ სამუშაო ადგილებზე დასაქმდებიან, რომელიც მძიმე ფიზიკურ შრომას არ მოითხოვს.

 „პენსიონერების დასაქმება არის ზოგადად ძალიან პრეცედენტული და მთელ რიგ ქვეყნებში არის სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც მოიცავს ერთის მხრივ პენსიონერების დასაქმებას ისეთ სამუშაო ადგილებზე, რომელიც არ მოითხოვს მძიმე ფიზიკურ შრომას და რომელიც ერთის მხრივ საშუალოდ ახალგაზრდა ასაკის ადამიანებისთვის ნაკლებად მიმზიდველია, მეორეს მხრივ რაც აუცილებელია და ყურაღების გასამახვილებელია, პენსიონერებისთვის ეს უბრალოდ შანსი მიცემა კი არ არის, არამედ მათი რესურსის რაციონალური გამოყენების მცდელობა. მაგალითისატვის, დიდ ბრიტანეთში ეს არის კამერონის პროგრამა „მეორე ცხოვრება“, რომელშიც კონცეპტუალურად არის აღწერილი ეს ყველაფერი, რა ურთიერთსარგებლიანი ურთიერთობა შეიძლება ჩამოყალიბდეს პენსიონერებთან, მათი ერთის მხრივ დასაქმების და მეორეს მხრივ მათი გამოცდილების გაზიარების მხრივ“, - აღნიშნა დავით სერგეენკომ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics