|
2016-08-16 12:52:59, 963 ნახვა
პოლიტიკა
დავით სერგეენკო: ნარკოპოლიტიკის მხრივ მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდება
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო პოლიციელის მხრიდან სავარაუდო მუქარის გამო, თვითმკვლელობის ფაქტს გამოეხმაურა. მან დემურ სტურუას ოჯახს სამძიმარი გამოუცხა და აღნიშნა, რომ გამოძიება ერთადერთი ობიექტური საშუალებაა, რათა რეალური სურათი დაიდოს. გარდა ამისა, მინისტრმა ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით, მთავრობის დამოკიდებულებაზე გაამახვილა ყურადღება: “რაც შეეხება ნარკოპოლიტიკასთან მიმართებაში სახელმწიფოს დამოკიდებულებას, თუ ვინმე ყურადღებით აკვირდებოდა ბოლო წლებში ამ მიმართულებით განხორციელებულ ცვლილებებს, დაინახავდა, რომ სახელმწიფომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ეს არ არის დასასრული და არ არის ბოლო ნაბიჯები. ამ მხრივ, მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდება. ნარკოტიკებთან მიმართებაში ერთი გლობალურად მიღებული სტრატეგიაა - უნდა შემცირდეს მოთხოვნა და მიწოდება. მიდგომა არ უნდა იყოს რეპრესიული. შემიძლია ცალკე ბრიფინგი მივუძღვნა იმას, თუ რა გაკეთდა ამ მიმართულებით ბოლო წლების განმავლობაში“,- განაცხადა დავით სერგეენკომ.
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)