2016-08-16 12:17:11, 845 ნახვა
საზოგადოება
ცესკო-მ ლადო ბედუკაძის პარტია „ცენტრისტები“ რეგისტრაციიდან მოხსნა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ლადო ბედუკაძის პარტია „ცენტრისტები“ რეგისტრაციიდან მოხსნა.
როგორც ცესკო-ს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ აღნიშნა, განკარგულებას ერთი საათის წინ მოაწერა ხელი.
ამასთან, ჟვანიას განმარტებით, დღეის მდგომარეობით, ცნობილია, რომ პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტების“ ხელმძღვანელი პირის უფლებამოსილებას არ აქვს იურიდიული ძალა.
„ხელი მოვაწერე განკარგულებას, „ცენტრისტების“ რეგისტრაციის განკარგულების ბათილად ცნობის შესახებ. ეს უფლებამოსილება აქვს ცესკო-ს თავმჯდომარეს ახალი გარემოებიდან გამომდინარე, რაც ჩვენთვის მხოლოდ გუშინ გახდა ცნობილი“,-აღნიშნა ჟვანიამ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან