05:46 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-15 12:57:16, 724 ნახვა

პოლიტიკა
"ნაციონალური მოძრაობა" საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს, რათა „ცენტრისტები“ არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" უახლოეს მომავალში (საპარლამენტო უმცირესობის ფარგლებში)  საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს, რათა პოლიტიკური პარტია „ცენტრისტები“  არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს.

აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე სერგი კაპანაძემ ისაუბრა. 

„ცენტრისტების რეკლამა, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელზე გავიდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უსაფრთხოების წინააღმდეგაა მიმართული, რომელიც  საქართველოში რუსეთის პროპაგანდის გავრცელებას ხელს უწყობს და საქართველოს მოსახლეობას სერიოზულად აზიანებს აყენებს. 
ჩვენ ვეთანხმებით სამოქალაქო საზოგადოებას,  რომ ეს პოლიტიკური გაერთიანება და ის შინაარსი, რომელსაც   კლიპი მოიცავდა ანტიკონსტიტუციურია. ამიტომ, ენმ უახლოეს მომავალში საპარლამენტო უმცირესობის ფარგლებში, 30 დეპუტატის მეშვეობით, მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს რომ ეს პოლიტიკური არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს. 

მინდა ყველას გავახსენო ის, თუ რა უძღოდა წინ  ამ ყველაფერს - ხელისუფლება  ბედუკაძეს უნდა უმადლოდეს რომ 2012 წლის არჩევნები მოიგო, ამის მერე მათ ის პრაქტიკულად გმირად აქციეს და გაანთავისუფლეს ისეთი პასუხისმგებლობისგან რომელიც სასტიკ მოპყრობა/წამებას ეხება. 
ამასთან, მას  სახელმწიფო დაცვა იცავს,  არის ერთერთი საინფორმაციო სააგენტოს მფლობელი,  კარგად ვიცით, რომ ის თანამშრომლობს  ხაინდრავასთან და ლეხაინდრავას სტუდიის კონსულტანტია.
გუშინდელი აღიარება კი, როცა განაცხადა, რომ  ივანიშვილი ერთადერთია, ვისაც უსმენს და ვისი სიტყვაც  მნიშვნელოვნად მიაჩნია, ცინიკური დამოკიდებულებაა. იმაზე, რაც დღეს საქართველოში ხდება, სრული პასუხისმგებლობა ივანიშვილს და ქართულ ოცნებას ეკისრება.
ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს 8 ოქტომბერს",-განაცხადა სერგი კაპანაძემ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics