|
2016-08-15 11:34:21, 780 ნახვა
პოლიტიკა
გია ხუხაშვილი: „ცენტრისტების“ სისულელეზე ამხელა წივილ-კივილის ატეხვა გაუმართლებელია
ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში გია ხუხაშვილი „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას პარტია „ცენტრისტების“ მიერ გავრცელებული ვიდეოკლიპის თემას ეხმაურება და აცხადებს, რომ ბედუკაძის ვიდეოკლიპზე აჟიოტაჟის ატეხვით უფრო არეკლამებენ „ცენტრისტებს“, ვიდრე აზიანებენ. „ამხელა წივილ-კივილი და ამხელა აჟიოტაჟი, რაღაც სისულელეზე, არ არის გამართლებული. ამით „ცენტრისტებს“ უფრო არეკლამებენ, ვიდრე აზიანებენ. ვის რაში დაკარგვია ბედუკაძე. დიდმა და პატარამ ისე დაიწყო ლაპარაკი, თითქოს, ქვეყანაში რაიმე მნიშვნელოვანი ხდებოდეს, სინამდვილეში არაფერიც არ ხდება. ბუნებრივია, „ცენტრისტების“ კლიპი ეთერიდან ჩუმად უნდა ჩაეხსნათ და ამით ყველაფერი დამთავრდებოდა. რეალურად, ამ აჟიოტაჟით „ცენტრისტების“ ძალიან მიზერული რეიტინგი ოდნავ მაღლა აწიეს. ბედუკაძე დღეს ციხეში უნდა იჯდეს სასტიკი დანაშაულის გამო და კბილაშვილმა დაუსაბუთებლად გაათავისუფლა ის. ახლა კიდევ ზედმეტ ყურადღებას ვაქცევთ და ვიღაცისთვის ბედუკაძე გმირი გამოვა“, - აცხადებს ხუხაშვილი. შეგახსენებთ, რომ ლადო ბედუკაძის და ნიკოლოზ ხაჩიშვილის პარტია ”ცენტრისტები” ამომრჩეველს 400-ლარიან რუსულ პენსიას, საქართველოში რუსული ჯარის დაკანონებას და რუსეთთან ორმაგ მოქალაქეობას ჰპირდება. აღნიშნული საარჩევნო კლიპი ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში გავიდა.
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)