15:58 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-15 11:01:28, 689 ნახვა

პოლიტიკა
ხოშტარიას განცხადებით, გასული ბედუკაძე ხაჩიაშვილის პოლიტიკური რეკლამა საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგაა მიმართული

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ელენე ხოშტარიას განცხადებით, საოზგადოებრივ მაუწყებელზე გასული ბედუკაძე ხაჩიაშვილის პოლიტიკური რეკლამა საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგაა მიმართული.

„როგორც იცით, საზოგადოებრივ მაუწყებელზე  ბედუკაძისა და ხაჩიაშვილის პოლიტიკური რეკლამა გადის, რომელიც საქართველოს სახლემწიფოს და საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგაა მიმართული.

 ამ ყველაფერზე პირდაპირი პასუხისმგებლობა  მთავრობას და პირადად ბიძინა ივანიშვილს აკისრია, რომელმაც სრული მხარდაჭერით  შესაძლებელი გახადა, რომ საქართველოში პოლიტიკურ ლიდერებად ის ადამიანები გვევლინებიან, რომლებიც საქართველოს სახელმწფოს, საქართველოს სუვერენიტეტს უარყოფენ. ჩვენ გვახსოვს რომ ბედუკაძე რომელიც ძალიან მძიმე დანაშაულში იყო ბრალდებული, მაგრამ ის გმირად აქციეს და დღემდე ივანიშვილის ვიწრო გარემოცვაშია. ხაჩიაშვილი კი ღიადაა რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირში.

ესაა იმ არაჯანსაღი პოლიტიკის ნაწილი, რომელიც 4 წელია მიმიდნარეობს და ეს უნდა შეიცვალოს 8 ოქტომბერს, რომ ჩვენ დავუბრუნდეთ ჩევნი სახელმწიფოს სუვერენიტეტის დაცვის რელსებს“,-აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics