|
2016-08-15 10:09:15, 784 ნახვა
პოლიტიკა
"ქართული ოცნება" პარტია „ცენტრისტებისათვის" რეგისტრაციის შეჩერების შესახებ საკონსტიტუციო სარჩელს ამზადებს
„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო" პარტია „ცენტრისტებისათვის" რეგისტრაციის შეჩერების შესახებ საკონსტიტუციო სარჩელს ამზადებს,-განცხადება ამის შესახებ „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრმა სოფო კილაძემ გააკეთა. სოფო კილაძის შეფასებით, „ცენტრისტების" კლიპი პირდაპირ ეწინააღმდეგება ქართულ სახელმწიფოებრიობას და არის ანტიკონსტიტუციური. „ სწორედ ამიტომ, ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ დაიწყო სარჩელის მომზადება. ეს სარჩელი ეხება იმას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შეუჩერდეს რეგისტრაცია ამ პოლიტიკურ პარტიას, რათა მან ვერ გააგრძელოს ასეთი ანტიკონსტიტუციური ქმედებები. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ პირველ რიგში საკონსტიტუციო სასამართლო გაიზიარებს ამ სასარჩელო მოთხოვნას და ამასთანავე, სხვა პოლიტიკური ძალებიც შეურთდებიან ჩვენს ამ ინიციატივას",-აღნიშნა პოლიტიკური საბჭოს წევრმა. სოფო კილაძის თქმითვე, პარტია გამოიყენებს ყველა სამართლებრივ ბერკეტს იმისათვის, რათა მსგავსი ანტიკონსტიტუციური ქმედებები თავიდან იყოს აცილებული.
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)