2016-08-13 14:11:00, 1088 ნახვა
საზოგადოება
ქვემო ფონიჭალაში სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო
ქვემო ფონიჭალაში სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო.
კრწანისის რაიონის გამგეობის ინფორმაციით, დასასვენებელი სივრცის კეთილმოწყობის ფარგლებში, ბილიკებზე ახალი ფილები დაიგება, შეკეთდება საყვავილე თარგები და სკამები, მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა.
სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას კრწანისის გამგებელი, გიორგი კოპალეიშვილი და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი, ბექა ნაცვლიშვილი გაეცნენ.
(NS)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან