19:57 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-13 12:40:07, 979 ნახვა

საზოგადოება
ლუბა გოლოვინა რიო 2016-ზე საუკეთესო 8 სპორტსმენს შორის მოხვდა

12 აგვისტოს რიო 2016-ზე ბატუტზე ხტომაში, ლუბა გოლოვინამ ფინალურ ეტაპზე 8 საუკეთესო სპორტსმენს შორის შეძლო გასვლა და ჯამში მე-7 ადგილი დაიკავა. 

ქართველმა ოლიმპიელმა ფინალში 51.010 ქულა მოაგროვა, ოლიმპიური ჩემპიონი კი კანადელი როსანა მაკლილანი გახდა 56.465 ქულით. 

ბატუტზე მხტომელთა ტურნირში სულ 16-მა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. საკვალიფიკაციო ეტაპიდან ფინალურ სტადიაზე 8 საუკეთესოს შორის გოლოვინა 98.285 ქულით შევიდა.

ლუბა გოლოვინამ ოლიმპიურ თამაშებზე მესამედ მიიღო მონაწილეობა. საუკეთესო შედეგი გოლოვინას 2008 წელს პეკინში ჰქონდა, როდესაც მან ფინალურ ეტაპზე მე-6 ადგილი დაიკავა, ხოლო ლონდონში 2012 წელს მე-7 იყო.

რიო 2016-ზე 12 აგვისტოს დასრულდა ძიუდოისტთა ტურნირი. დასკვნით საშეჯიბრო დღეს, მძიმე წონით კატეგრიაში ადამ ოქრუაშვილმა იჭიდავა და პირველივე შეხვედრაში მომავალ ვერცხლის პრიზიორ იაპონელ ჰარასავა ჰისაიოშისთან 1 გაფრთხილებით დამარცხდა. მძიმე წონაში ოლიმპიური ჩემპიონი ზედიზედ მეორედ ფრანგი ტედი რინერი გახდა. 

ქართველ სპორტსმენთაგან 12 აგვისტოს დებიუტი ჰქონდა სიგრძეზე ხტომაში ბაჩანა ხორავას. ხორავამ B ჯგუფში 16 სპორტსმენს შორის მე-8 ადგილი დაიკავა, მისი მაჩვენებელი 7.77 მეტრი გახლდათ, რაც ფინალში გასასვლელად საკმარისი არ გამოდგა. ფინალურ ეტაპზე საკვალიფიკაციო ნორმატივის შესასრულებლად ხორავას მინიმუმ 8.15 მეტრის დაფიქსირება სჭირდებოდა. 

ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics