2016-08-12 18:10:44, 922 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს თურქეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი ეწვევა
სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე თურქეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ზაქი ლევენთ გუმრუქჩუს შეხვდა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკისსურსათის, სოფლის მეურნეობისა და მესაქონლეობის მინისტრის, ფარუკ ჩელიკის ვიზიტის საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.
უწყების ინფორმაციით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ვიზიტის ფარგლებში ჩატარდება მუდმივმოქმედი კომისიის რიგით მეორე შეხვედრა და გაიმართება ბიზნესფორუმი.
დაგეგმილია თურქეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციის წევრების მიერ რეგიონებში სასოფლო-სამეურნეო ობიექტების დათვალიერება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან