2016-08-12 17:01:58, 1685 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა
ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.3398 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი შეძენა 2.3408 ლარად არის შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0010 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებაში მცირედით ისევ გაუფასურდა. 1 ევრო ხვალ, 2.6096 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ღირებულება 2.6084 ლარს შეადგენს. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0012 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან