18:37 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-12 13:32:11, 648 ნახვა

საზოგადოება
ოთარ დანელია ხობის რაიონში დამშრობი სისტემების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო

ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებში რეაბილიტირებულ დამშრობი სისტემის მაგისტრალურ არხებზე გადასასვლელი ხიდების მშენებლობის პროცესი მიმდინარეობს.

როგორც "ექსპრესნიუსს" სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია  სამეგრელო ზემო-სვანეთის მხარის გუბერნატორთან, ლევან შონიასთან და საქართველოს მელიორაციი გენერალურ დირექტორთან ერთად ხობის რაიონის სოფლ ჭალადიდში დამშრობი სისტემის მაგისტრალური არხზე   გადასასვლელი ხიდების მიმდინარე მშენებლობის პროცესს გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

უწყების ინფორმაციით, ხობის მუნიციპალიტეტში ჭალადიდის დამშრობი სისტემის მაგისტრალური არხის 8,2 კილომეტრიან მონაკვეთზე  მიმდინარეობს  გადასასვლელი ხიდების მშენებლობა. 

პროექტის ღირებულებაა 960 000 ლარი. სოფლების ჭალადიდი და პატარა ფოთი მოსახლეობას მიმდინარე წლის ბოლოდან შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ სოფლებთან დამაკავშირებელი 37 ხიდით, რომელთაგანაც 24  საავტომობილოა.  

2012 წლიდან სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში რეაბილიტაცია ჩაუტარდა 412 კმ სადრენაჟე არხს. შედეგად დრენირებული  სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი რეგიონში 17 000 ჰექტრამდეა გაზრდილი.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
POG: მუქარის განხორციელების ფაქტზე ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება წარედგინა
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics