2016-08-11 21:17:21, 1138 ნახვა
სამართალი
გლდანში დატოვებულ ხელჩანთაში ჩვილის ცხედარი იპოვეს
გლდანში , "თეთრი ტბის" ახლოს დატოვებულ ხელჩანთაში ჩვილის ცხედარი იპოვეს. მეთევზეები, რომლებმაც ახალშობილის გვამი ნახეს, დაკითხვაზე იმყოფებიან. "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ცნობით ჩვილი რამდენიმე დღის დაბადებული იყო. დანაშაულის მოტივი ამ დრომდე უცნობია.
საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან