18:36 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-11 20:33:14, 839 ნახვა

საზოგადოება
დიმიტრი ქუმსიშვილი ომალოში „თუშეთობის“ სადღესასწაულო ღონისძიებებს დაესწრო

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მონაწილეობა მიიღო „თუშეთობის“ ტრადიციულ სახალხო ზეიმში და ადგილობრივ მოსახლეობას დღესასწაული მიულოცა. დიმიტრი ქუმსიშვილი ომალოში საქართველოს პრემიერ მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.

საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა  თუშურიხელნაკეთინივთებისგამოფენა და დაცულიტერიტორიებისვიზიტორთაცენტრიც დაათვალიერეს. დიმიტრი ქუმსიშვილი შეხვდა და ესაუბრა  ამხანაგობა "თუშურიფარდაგის“ წევრებს, რომლებსაც „თუშეთი 2016“-ის გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილი ჰქონდათ სხვადასხვა დასახელების ხელნაკეთი და ნაქსოვი საყოფაცხოვრებო ნივთები, მათ შორის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ბუნებრივი საშუალებებით შეღებილი, ათეულობით სხვადასხვა ფერის ბაწარი და ა.შ. "თუშური ფარდაგი“ „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარია, რომელმაც, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დახმარებით, პროგრამის ფარგლებში, თანადაფინანსება მიიღო. ამხანაგობის წევრებმა მიღებული თანხით ბიზნესისთვის საჭირო ტექნიკა და ჭურჭელი შეიძინეს.

აღსანიშნავია, რომ "თუშური ფარდაგის“ პროდუქციის ძირითადი მომხმარებლები არიან საქართველოში სტუმრად მყოფი უცხოელი ტურისტები, ამხანაგობის ნაწარმი ასევე წარმატებით იყიდება ევროპის მრავალ ქვეყანაში.

ომალოში მყოფი პირველი ვიცე-პრემიერი, საქართველოს პრემიერ მინისტრთან ერთად თუშმეცხვარეებსშეხვდა. მთავრობის წევრებმა ადგილობრივი მეცხვარეებისგან მოისმინეს ინფორმაცია დარგში არსებული მდგომარეობის შესახებ და იმსჯელეს არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე.

დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად „თუშეთობის“ დღესასწაულის ტრადიციულ სპორტულ-საბრძოლო თამაშებს და ფოლკლორულ კონცერტსაც დაესწრო.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
POG: მუქარის განხორციელების ფაქტზე ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება წარედგინა
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics