|
2016-08-11 17:36:42, 1311 ნახვა
ეკონომიკა
ნოემბერში თბილისი კიდევ ერთ მაღალი დონის ღონისძიებას უმასპინძლებს
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმის ყოველწლიური პლენარული სესია თბილისში მიმდინარე წლის 1-3 ნოემბერს გაიმართება. ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მაღალ დონეზე ჩატარების მიზნით, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, შექმნილია სამთავრობო კომისია, რომელსაც საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ხელმძღვანელობს, საორგანიზაციო საკითხებზე პასუხისმგებელი უწყება კი, ფინანსთა სამინისტროა. აღნიშნული სამთავრობო კომისიის პირველი სხდომა, დღეს, 11 აგვისტოს ფინანსთა სამინისტროში გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ კომისიის წევრი სახელმწიფო უწყებების, აგრეთვე ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები. შეხვედრაზე ფორუმის მოსამზადებელ საორგანიზაციო საკითხებზე დეტალურად იმსჯელეს და უწყებებმა, კომპეტენციებიდან გამომდინარე, შესაბამისი დავალებები მიიღეს. ფორუმის ორგანიზების საკითხებში აქტიურად არის ჩართული გლობალური ფორუმის სამდივნოც, რომლის ხელმძღვანელიც, მოსამზადებელი სამუშაოების ადგილზე გაცნობის მიზნით, თბილისს 2016 წლის აგვისტოს ბოლოს ეწვევა. ნოემბერში, თბილისში, გლობალური ფორუმის პლენარულ სესიაში, რომელიც მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრაა, მონაწილეობას მიიღებს გლობალური ფორუმის წევრი სახელმწიფოს სამასამდე დელეგატი და ათი საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმის ყოველწლიურ პლენარულ სესიას გასულ წელს ბარბადოსმა უმასპინძლა, სხვადასხვა დროს კი, ფორუმი გაიმართა ისეთ ქალაქებში, როგორებიც არის იოჰანესბურგი, პარიზი, მეხიკო, ბერლინი, ჯაკარტა.
ვიტკოფმა სამმხრივი ტექნიკური დონის მოლაპარაკებები გამოაცხადა
ALDE: ოცნება რეპრესიებს აღრმავებს - ევროკავშირმა უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
გერმანიის საგარეო - საქართველოში პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შემაშფოთებელია
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)