|
2016-08-11 16:38:26, 2888 ნახვა
ეკონომიკა
სარეკლამო კომპანია "ალმა" წარმოებას აფართოებს
სარეკლამო კომპანია "ალმა" მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ბაქტერიოფაგის მიმდებარე ტერიტორიაზე უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი სტამბის მშენებლობას ახორციელებს, რომელიც როგორც ფართოფორმატიანი, ისე ოფსეტური ბეჭდვის მომსახურებას გაუწევს მომხმარებელს და მსოფლიოში ცნობილი ბრენდის, "მიმაკის" საბეჭდი დანადგარებით საქართველოში ლიდერი სარეკლამო კომპანიის იმიჯს კიდევ უფრო გაიმყარებს. 1000 კვ/მ-მდე ტერიტორიაზე განთავსებული საწარმო "ალმას" ათობით ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და საქართველოში სარეკლამო პროდუქტებისა და მომსახურების ახალი, უმაღლესი სტანდარტების დანერგვის საშუალებას მისცემს. "ერთი წლის შემდეგ, იმ შენობაში, სადაც ჩვენ ახლა ვიმყოფებით, განთავსებული იქნება უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი სტამბა, რომელიც იფუნქციონირებს როგორც ოფსეტური მიმართულებით, ისე ფართოფორმატიანი ბეჭდური მომსახურებით, რაც, ბუნებრივია, მოგვცემს საშუალებას, მომხარებელს ახალი პროდუქტები შევთავაზოთ. გავუწიოთ ისეთი მომსახურება, რომლის მიღების საშუალებაც აქამდე არ ჰქონდათ. მშენებლობის პროცესში მოხდება ათობით ადამიანის დასაქმება და თვითონ სტამბის ექსპლუტაციაში შესვლის შემდეგაც არაერთი ადამიანი დასაქმდება",-განაცხადა სარეკლამო კომპანია "ალმას" გენერალურმა დირექტორმა გიორგი ტრაპაიძემ. საწარმოს სამშენებლო სამუშაოები საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზის "ვერა-1"-ის მახლობლად მიმდინარეობს. შესაბამისად, 11, 12 და 13 აგვისტოს, ღამის 2 საათიდან 5 საათამდე სამშენებლო სამუშაოების ჩატარების მიზნით, დროებით მოხდება დიდუბე-ჩუღურეთისა და მთაწმინდა-კრწანისის მოსახლეობის გარკვეული ნაწილის, დაახლოებით 22, 000 აბონენტის, ელექტრომომარაგების შეზღუდვა. კომპანია "ალმა" წინასწარ მადლობას უხდის მოსახლეობას თანადგომისა და გულისხმიერებისთვის. კომპანია "ალმა" 1995 წლიდან საქართველოში ლიდერია გარე რეკლამის მომსახურებაში. "ალმა" გახლდათ ნოვატორი კომპანია, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ქართული სარეკლამო ბაზრის ჩამოყალიბებას. დღესდღეობით კომპანიის საკუთრებაშია 400-მდე ბილბორდი მთელს საქართველოში, 10-მდე მონიტორი თბილისში, 1000-მდე ავტობუსის მოსაცდელი საქართველოში, რეკლამის ექსკლუზიურად განთავსების უფლება თბილისი, ბათუმისა და ქუთაისის აეროპორტებში. 2002 წლიდან "ალმა" ასევე ფლობს ამიერკავკასიაში ყველაზე მაღალტექნოლოგიურ სტამბას- "DGM"-ს.
(R)
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)