|
2016-08-11 10:59:51, 1259 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა ბაკურიანის ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საქართველოს პრემიერ მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან ერთად ბაკურიანში იმყოფებოდა, სადაც დიდველზე დამონტაჟებული ამიერკავკასიაში პირველი ატრაქციონი „ტობოგანი“ და მიტარბის მშენებარე ტურისტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, მთავრობის წევრებთან ერთად კურორტზე ეკონომიკის სამინისტროს „მთის განვითარების კომპანიის ხელმძღვანელი“ ალექსანდრე ონოფრიშვილი და ბიზნესმენები იმყოფებოდნენ. მათივე ინფორმაციით, სამთო-სათხილამურო კურორტების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ატრაქციონის, ტობოგანის ანუ მთის ციგის მშენებლობა სლოვაკურმა კომპანია „Tatralift”-მა განახორციელა. პროექტი 2015 წლის ოქტომბრის დასაწყისში დაიწყო და 2016 წლის 16 ივლისს დასრულდა. ტრასის სიგრძე 960 მეტრია, საერთო სიგრძე სტარტზე დაბრუნებისას - 1360 მეტრი, ტრასის დახრილობა კი 28%-ია. ტობოგანის მშენებლობა სახელმწიფოს დაფინანსებით განხორციელდა, რომლის ღირებულებაც 3 000 000 ლარია. 2016 წლის ივლისში დაიწყო მიტარბის ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა. კერძო და საზოგადოებრივი სექტორის თანამშრომლობით პროექტი გულისხმობს ბაკურიანი-მიტარბის ტერიტორიაზე ოთხსეზონიანი სამთო კურორტის მშენებლობას და განვითარებას. პროექტის განხორციელების ვადები რამდენიმე ფაზად არის დაყოფილი: პირველ ნაწილში – 2017 წლამდე მოხდება „კოხტა გორის“ მიმდებარე ტერიტორიის განვითარება, სადაც განთავსდება 2000 საწოლზე გათვლილი ტურისტული ინფრასტრუქტურა – ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო, აპარტოტელები, შალეები და გასართობი ობიექტები. მიტარბის ტერიტორიაზე დამონტაჟდება ორი საბაგირო და ერთი საჩოჩიალო. მშენებლობა 2016 წლის ბოლოს დასრულდება. დაბა მიტარბში ასევე დამონტაჟდება მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვანი მწარმოებლის -„დოპელმაიერის" საბაგირო. პროექტის მეორე ეტაპზე მომზადდება მიტარბის დასახლების განვითარების გენერალური გეგმა, რაც კურორტის 10-15 წლიანი განვითარების დეტალურ კონცეფციას განსაზღვრავს. გეგმის მომზადებაში წამყვანი საერთაშორისო კომპანიები მიიღებენ მონაწილეობას. პროცესი მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება. კურორტზე ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება სახელმწიფოსა და კერძო სექტორის პარტნიორობით,რაც ერთ-ერთი მსხვილი ინვესტიცია იქნება სამთო ტურიზმის აღორძინების კუთხით. (NS)
ვიტკოფმა სამმხრივი ტექნიკური დონის მოლაპარაკებები გამოაცხადა
ALDE: ოცნება რეპრესიებს აღრმავებს - ევროკავშირმა უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
გერმანიის საგარეო - საქართველოში პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შემაშფოთებელია
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)