|
2016-08-10 18:35:38, 768 ნახვა
საზოგადოება
პრემიერ-მინისტრი ბაკურიანს ეწვია
ბაკურიანი ზაფხულის სეზონს სიახლით შეხვდა- დიდველზე სამთო-სათხილამურო კურორტების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ატრაქციონი - სამთო ციგა, ე.წ. „ტობოგანი“ მოქმედებს. ატრაქციონი საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაათვალიერა და პირადადაც გამოსცადა. "ბაკურიანში არის სერიოზული ბუმი განვითარების, სახელმწიფოს მხრიდან სწორი ჩარევის შედეგად ჩვენ გავაკეთეთ პარტნიორობის მოდელები კერძო სექტორთან. ვითარდება კოხტა-მიტარბის მიმართულება ძალიან სერიოზულად. კოხტაზე უკვე დამონტაჟდა საბაგიროები, მიტარბის მხარეს სრულდება და წელს სეზონისთვის იქნება დასრულებული. ეს მთლიანად ერთ კომპლექსად იკვრება შემაერთებელი საბაგიროს მეშვეობით და კეთდება მართლაც უნიკალური, ძალიან ლამაზ ბუნების ლანდშაფტში ჩაფლული სათხილამურო ტრასები, რომელიც იქნება ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ალბათ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპაში. ეს განხორციელდა სწორედ იმ სწორი პარტნიორული მოდელის შედეგად, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ. კერძო სექტორი აშენებს იქ განვითარების გეგმის მიხედვით ახალ სასტუმროებს, შენდება გასართობი ცენტრები, შენდება შოპინგისთვის სპეცილური ნაგებობები, რომ ტურისტებს შეეძლოთ გართობა. ასევე დიდველზე დამონტაჟდა სამთო ციგა, რომელიც როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის ატრაქციონი იქნება. თქვენ ნახეთ ალბათ უკვე რამხელა დაინტერესებაა ტურისტებში. ყველაფერი ეს იმისთვის კეთდება, რომ ადგილობრივმა ოჯახურმა სასტუმროებმა და მცირე საწარმოებმა მეტი შემოსავალი ნახონ და რა თქმა უნდა ეს იქნება ტურიზმისთვის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება და მოიბამს ბორჯომის სასტუმროებსაც, იმიტომ, რომ ბორჯომის სასტუმროებიდან დანიშნული იქნება უფასო შატლი-ავტობუსი, რომელიც ამოიყვანს ტურისტებს, როგორც ზამთრის, ისე ზაფხულის სეზონზე,"- განაცხადა პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას. მისივე განმარტებით, ასევე იგეგმება ბიატლონის ტრასის მშენებლობა, რომლის პროექტირებას ახორციელებენ ფრანგი ექსპერტები, რაც წლის ბოლომდე დასრულდება. "მოკლედ რომ ვთქვათ, ძალიან დიდი განვითარება მიმდინარეობს და ეს კიდევ არ არის ყველაფერი. ბაკურიანი უნდა ჩამოყალიბდეს , როგორც რეგიონული საკონფერენციო ცენტრი, როგორიც ეს არის დავოსი შვეიცარიაში და მას ამისი ყველანაირი პოტენციალი გააჩნია" „ტობოგანის“ მშენებლობა სლოვაკურმა კომპანია „Tatralift”-მა განახორციელა. ტრასის სიგრძე 960 მეტრია, საერთო სიგრძე სტარტზე დაბრუნებისას - 1360 მეტრი, ტრასის დახრილობა კი 28%-ია. პროექტი სახელმწიფოს დაფინანსებით განხორციელდა, რომლის ღირებულებაც 3 000 000 ლარია.
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
POG: მუქარის განხორციელების ფაქტზე ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება წარედგინა
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)