|
2016-08-10 18:50:02, 947 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი: თუ შენ არ მიდიხარ არჩევნებზე, უარს ამბობ შენს თავისუფლებაზე
თუ არ მიდიხარ არჩევნებზე, თუ არ ირჩევ იმ პოლიტიკურ ლიდერებს, ვინც შემდეგ გმართავენ, შენ უარს ამბობ შენს თავისუფლებაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბაზალეთის ტრენინგ ცენტრში, ახალგაზრდული საარჩევნო კამპანიის „შენი ხმა ჩვენი მომავალი” გახსნისას განაცხადა. როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, „ერთმა პოლიტიკურმა მოაზროვნემ თქვა, რომ ცუდ მთავრობებს, ცუდ ხელისუფლებებს ირჩევენ კარგი ადამიანები, რომლებიც არ მიდიან არჩევნებზე“. „ჩვენ ასე არ უნდა დაგვემართოს. თქვენ უნდა დაარწმუნოთ ამომრჩეველი, რომ თუ ის არჩევნებზე არ მივა, ამით ვერავის ვერაფერს ვერ გაუკეთებს. 10 პროცენტიც რომ მივიდეს მოსახლეობის, ან 5 პროცენტიც, არჩევნები მაინც ჩატარებულად ჩაითვლება და აირჩევა ისეთი ხალხი, ვინც არ წამოადგენს ჩვენს ნებას, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს. თქვენ უნდა მიხვიდეთ ქალაქებში, სოფლებში, უნდა ელაპარაკოთ ხალხს და დაარწმუნოთ ისინი, რომ მათ უნდა გააკეთონ არჩევანი. უნდა მოუწოდოთ კარგად მოუსმინონ პოლიტიკოსებს, მოუსმინონ მათ დაპირებებს, რამდენად რეალურია მათი დაპირებები და შესრულებადია ის, რასაც ისინი ხალხს პირდებიან, უნდა დაარწმუნოთ ხალხი, რომ ამაში დეტალურად ჩაიხედონ”, - მიმართა პრეზიდენტმა ახალგაზრდებს.
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)