04:03 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-10 18:37:53, 1244 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტმა ამომრჩეველთა გასააქტიურებლად ახალგაზრდული საარჩევნო კამპანია ”შენი ხმა ჩვენი მომავალი” დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ამომრჩეველთა გასააქტიურებლად ახალგაზრდული საარჩევნო კამპანია ”შენი ხმა ჩვენი მომავალი” დაიწყო.

პრეზიდენტმა კამპანია ბაზალეთის ტრენინგ ცენტრში გახსნა და ახალგაზრდული საზაფხულო სკოლების მონაწილეებს, რომლებიც პროექტის ფარგლებში საქართველოს 8 ქალაქში მოეწყობა, სიტყვით მიმართა.

„დღეს აქ ჩვენ შევიკრიბეთ უნიკალური მისიისთვის, რადგანაც ყოველი მოქალაქე არის ვალდებული ამავე დროს შექმნას თავისი სახელმწიფო, შექმნას და მონაწილეობა მიიღოს უმნიშვნელოვანეს დემოკრატიულ გამოწვევებში. თქვენ ჩაატარებთ კამპანიას და განსაკუთრებული იქნება ის, რომ თქვენ არ წახვალთ და არ თხოვთ ხმას თქვენი პარტიისთვის, არც თქვენი პოლიტიკური ლიდერისთვის, არც თქვენი კანდიდატისთვის, თქვენ ერთადერთს გააკეთებთ - თხოვთ ადამიანებს, რომ გამოვიდნენ, მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნები შექმნან როგორც მომავალი საქართველოსი. თქვენ გააკეთებთ ამას და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენ ამას შეძლებთ.

მნიშვნელოვანი აქ არის შემდეგი: თქვენ უნდა შეძლოთ დაარწმუნოთ თითოეული მოქალაქე, რომ არჩევნებში ხმის მიცემა არის მათი წმიდათაწმინდა ვალდებულება. არის ბევრი ადამიანი, რომელიც დაბნეულია და ჯერ ვერ აურჩევია პოლიტიკური ლიდერი. მაგრამ ისევე როგორც ის მაისურები, რომლებიც თქვენ გაცვიათ და რომელზეც წრე ახატია, ასევე დემოკრატიაც არის ისეთივე მთლიანი, წრისებრი, გამაერთიანებელი, როგორც ქართული პოლიფონია, როგორც ქართული მუსიკა - ბევრი ხმა ერთიანობას, ჩვენს მშვენიერ კულტურას ქმნის, ასევე დემოკრატიამ უნდა გააერთიანოს, გააძლიეროს საქართველო და ამ არჩევნების მეშვეობით წინ წაწიოს ჩვენი ქვეყანა. 

თქვენ თვითონ მოიფიქრებთ, რანაირად დაარწმუნოთ ამომრჩეველი. თქვენ შეგეკითხებიან, რატომ უნდა მისცენ ხმა. თქვენ თვითონ უნდა მოიფიქროთ პასუხები. მე მჯერა, რომ იმ დღეების განმავლობაში, რომელსაც თქვენ აქ გაატარებთ, მოიფიქრებთ, რა პასუხები მისცეთ ადამიანებს, ვისაც ჯერ არ გადაუწყვეტია არჩევნებში მონაწილეობა და პასუხი არის ერთი - თუ შენ არ მიდიხარ არჩევნებზე და თუ შენ არ ირჩევ ლიდერებს, შენ უარს ამბობ თავისუფლებაზე. ერთმა პოლიტიკოსმა თვა, „ცუდ მთავრობებს, ცუდ ადამიანებს ირჩევენ კარგი ადამიანები, რომლებიც არ გადიან სახლიდან არჩევნების დღეს“, ეს არ უნდა დაგვემართოს. “, - მიმართა გიორგი მარგველაშვილმა ახალგაზრდებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics