2016-08-10 16:51:55, 1346 ნახვა
საზოგადოება
რიო დე ჟანეიროს სასტუმროსთან, სადაც სპორტის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილია დაბინავებული, აფეთქება მოხდა
რიო დე ჟანეიროში, სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და მისი მოადგილე იმყოფებიან, აფეთქება მოხდა.
როგორც „ექსპრესნიუსს“ სპორტის სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მინისტრი და მისი მოადგილე კარგად არიან.
არსებული ინფორმაციით, სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე საეჭვო ჩანთა შენიშნეს და უსაფრთხოების მიზნით ადგილზე სპეც-სამსახურები გამოიძახეს. სამართალდამცველებმა, განაღმვითი სამუშაობის ფარგლებში ჩანთა ააფეთქეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან