2016-08-10 15:23:31, 902 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ალასანია გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება
პარტია "თავისუფალი დემოკრატებიდან" გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ალასანია იქნება.
საკუთარი კანდიდატურა პარტიის ლიდერმა გორში, პარტიის ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე დაასახელა.
მისი თქმით, "თავისუალი დემოკრატების" მიერ დაწყებული ბრძოლა გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ გორის მაჟორიტარობის უკვე ყოფილმა კანდიდატმა, თამაზ შიოშვილმა "თავისუფალი დემოკრატები" დღეს დატოვა. შესაბამისად, მან საკუთარი კანდიდატურაც მოხსნა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან