04:04 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-10 15:08:14, 861 ნახვა

პოლიტიკა
კელი: ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტა თავისუფალი უნდა იყოს პოლიტიკური ზეწოლისგან

ნებისმიერი საკითხი უნდა წყდებოდეს სამართლებრივად, ისე, რომ თავისუფალი იყოს პოლიტიკური ზეწოლისგან, - ამის შესახებ საქართველოშ აშშ-ის ელჩმა, იან კელიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

ამასთან ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რა აზრი აქვს იან კელის, ეკა ბესელიასა და გედევან ფოფხაძის მიერ დრეს გავრცელებულ მიმართვას, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს შეეხება, კელიმ აღნიშნა, რომ განაცხადება არ უნახავს.

"მე არ მინახავს ეს მიმართვა, ახლა გავიგე თქვენგან. თუმცა, გეტყვით, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ეხმარება საქართველოს, კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ამისათვის აუცილებელია  დემოკრატია. ჩვენ ვეხმარებით ამაში საქართველოს .კიდევ ვიტყვი, რომ თავისუფალი სასამართლო, სამართალწარმოება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ნებისმიერი საკითხი  უნდა წყდებოდეს სამართლებრივად, ისე, რომ პოლიტიკური ზეწოლისაგან თავისუფალი იყოს", -აღნიშნა იან კელიმ. 

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და მისი მოადგილე გედევან ფოფხაძე ქართულ საზოგადოებას და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს მიმართავენ.

როგორც მიმართვაშია ნათქვამი, მათი განცხადების მიზანია ქართულ საზოგადოებასა და საერთაშორისო თანამეგობრობას კიდევ ერთხელ აჩვენონ ”ნაციონალური მოძრაობის” სახე, ამჯერად მის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს პოლიტიკურ იარაღად გამოყენების მცდელობის მაგალითზე”.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics