|
2016-08-10 15:08:55, 805 ნახვა
საზოგადოება
საქართველო სამოყვარულო საავიაიციო რალის მასპინძელია
საქართველო 2016 წლის საავიაციო ტურისტულ რალის მასპინძლობს. სამოყვარულო საავიაციო რალის მონაწილეები ევროპიდან საქართველოში 11 საჰაერო ხომალდით ჩამოფრინდნენ. ჯგუფის წევრებს ნატახტარის აეროპორტში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე შეხვდნენ. შეხვედრაზე დავით ბაქრაძემ საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარმოჩენის, ევროპის ქვეყნებში საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლებისა და მომავალი პარტნიორობის ჩამოყალიბების თვალსაზრისით, საქართველოსთვის მსგავსი ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მონაწილეებს პროექტის განხორციელების მხრივ მაქსიმალური მხარდაჭერა აღუთქვა. საავიაციო ტურისტულ რალიში ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან 28 ადამიანი მონაწილეობს. საავიაციო რალის მონაწილეები საჰაერო ხომალდებით (Cessna 182, Cessna T 303, Cessna 182 T, TB-21 Trinidad, P32R, Flight Design CTLS. T 9 Stiletto, P 2006 T, SR22, PA 32T) მესტიას და თელავს მოინახულებენ. ჯგუფის წევრები ავტომობილებით ყაზბეგში გაემგზავრებიან. ევროპელი მფრინავები საქართველოს გერმანიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, გაერთიანებული სამეფოდან, ლუქსემბურგიდან და თურქეთიდან ესტუმრნენ. საავიაციო რალი 5 აგვისტოს, უნგრეთში დაიწყო, საქართველოში ევროპელი მფრინავები 13 აგვისტომდე დარჩებიან. საავიაციო ტურისტული რალი ლუქსემბურგის საჰაერო ხომალდების მფლობელთა და პილოტთა ასოციაციის ორგანიზებით იმართება. ყოველწლიური ავია რალი განთქმული ავსტრიელი პილოტის ჰანს გუტმანის სახელს ატარებს, რომელიც ავიაკატასტროფაში დაიღუპა. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ ლუქსემბურგის ჰაერნაოსნობის ფედერაციის საპატიო პრეზიდენტი ჟან ბირგენი და ფედერაციის წევრები საქართველოში 2015 წელს მოიწვია. დავით ბაქრაძესთან შეხვედრისას, გასულ წელს, გადაწყდა, რომ 2016 წლის სამოყვარულო ტურისტული ავია-რალის საბოლოო დანიშნულების ქვეყანა სწორედ საქართველო ყოფილიყო.
თბილისში, ძმის ქორწილში ახალგაზრდა კაცი მოკლეს
ელისაშვილი არჩილ გორდულაძეს - ამოვგლიჯავ ენას, ხომ არ გონია 13 წელი ვიქნები ციხეში
სახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს არ მიიღონ აზარტული თამაშების კანონში ცვლილებები
სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)