|
2016-08-10 13:30:32, 712 ნახვა
პოლიტიკა
გია ხუხაშვილი: პრეზიდენტის ამოცანაა, წინასაარჩევნოდ სამოქალაქო პასუხისმგებლობის ამაღლებას შეუწყოს ხელი
პრეზიდენტის ამოცანაა, წინასაარჩევნოდ სამოქალაქო პასუხისმგებლობის ამაღლებას შეუწყოს ხელი, - ასე აფასებს ექსპერტი გია ხუხაშვილი საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ დღეიდან ამომრჩევლის გააქტიურების მიზნით, საარჩევნო კამპანიას იწყებს. „პრეზიდენტის მოქმედების არეალი კონსტიტუციით შეზღუდულია. თავისი მოღვაწეობის პერიოდში, პრეზიდენტს არ აქვს უფლება, მიკერძოებული იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება გიორგი მარგველაშვილის მხრიდან საკუთარი ფუნქციების არასწორი გაგება. მისი ერთადერთი ამოცანაა, წინასაარჩევნოდ სამოქალაქო პასუხისმგებლობის ამაღლებას შეუწყოს ხელი. მარგველაშვილს შეუძლია, რომ საკუთარი ღირებულებების სისტემა ქონდეს, მაგრამ ის მთელი ქვეყნის პრეზიდენტია და იმ ადამიანებსაც უნდა სცეს პატივი, ვინც მის აზრებს არ იზიარებს“, - აცხადებს ხუხაშვილი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ამომრჩევლის გააქტიურების მიზნით, საარჩევნო კამპანია დაიწყო. როგორც მარგველაშვილმა „მაესტროს” ღამის ეთერში განმარტა, კამპანია არც ერთი პოლიტიკური პარტიის მხარდასაჭერი არ იქნება.
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)