|
2016-08-10 13:13:25, 873 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძე ირანის გენერალურ კონსულს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბათუმში ირანის ისლამური რესპუბლიკის გენერალურ კონსულს, ბატონ ჰოსეინ მაშჰადს შეხვდა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. მათივე ინფორმაციით, ზურაბ პატარაძემ და ჰოსეინ მაშჰადმა საქართველოსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის სფეროები განიხილეს. მხარეებმა გამოთქვეს სურვილი, რომ კიდევ უფრო გაღრმავდეს თანამშრომლობა სავაჭრო-ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობების მიმართულებით. აგრეთვე ისაუბრეს თანამშრომლობის გაღრმავებაზე უნივერსიტეტებს შორის, გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით. დაიგეგმა ბიზნეს-ფორუმების გამართვა რეგიონულ ჭრილში. საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობის კუთხით, განსაკუთრებით მაღალმთიან აჭარაში, ირანელი ბიზნესმენების მოზიდვას, ახალი ინოვაციური პროექტების დანერგვას, ერთობლივი საწარმოების დაარსებას. ისაუბრეს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივებზე. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია თანამშრომლობა კულტურულ-ჰუმანიტარული, სავაჭრო-ეკონომიკური და ტურიზმის მიმართულებით ირანთან, რომელიც არის დიდი კულტურის და ცივილიზაციის მქონე ქვეყანა. ვფიქრობ, ურთიერთთანამშრომლობა, რომელიც რეგიონულ ჭრილში ჩვენ შორის არსებობს, კიდევ უფრო გაღმავდება და იქნება ნაყოფიერი" - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ. ირანი აჭარისთვის ერთ-ერთი საინტერესო ტურისტული ბაზარია, საიდანაც ვიზიტორების რაოდენობა უვიზო მიმოსვლის აღდგენის შემდეგ განსაკუთრებით გაზრდილია. (NS)
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)