18:22 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-10 11:00:48, 846 ნახვა

საზოგადოება
ვაკის რაიონში 30-მდე სკვერის რეაბილიტაცია განხორციელდება

თბილისის მერი ვაკის რაიონში, ყიფშიძის ქუჩაზე, II და IV კორპუსის მოსახლეობას შეხვდა და მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. 

თბილისის მერიის ინფორმაციით, დავით ნარმანიამ მოადგილესთან, გიგა ნიკოლეიშვილთან და ვაკის რაიონის გამგებელთან, ნოდარ ტურძელაძესთან ერთად მოსახლეობის საჭიროებების შესახებ ინფორმაცია პირადად მოისმინა და სხვადასხვა საკითხის გადაჭრა შესაბამის სამსახურებს დაავალა.

მათივე ინფორმაციით, ყიფშიძის ქუჩაზე, II და IV კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ მისამართზე მდებარე პარკი სრულად განახლდება, მოპირკეთდება ქვაფენილი ბილიკები, გამოიცვლება სარწყავი მილები, ფანჩატური, საქანელები, სკამები.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „არაგვი ბიზნეს ჯგუფი პლიუსი“ ახორციელებს და პროექტის ღირებულება 16 975 ლარია.

მიმდინარე წელს ვაკის რაიონში, საერთო ჯამში, 30-მდე სკვერის რეაბილიტაციაა დაგეგმილი.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში, ძმის ქორწილში ახალგაზრდა კაცი მოკლეს
ელისაშვილი არჩილ გორდულაძეს - ამოვგლიჯავ ენას, ხომ არ გონია 13 წელი ვიქნები ციხეში
სახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს არ მიიღონ აზარტული თამაშების კანონში ცვლილებები
სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics