15:30 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-10 10:44:37, 656 ნახვა

საზოგადოება
პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი საავტომობილო მოძრაობა 15 აგვისტოს გაიხსნება

პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი საავტომობილო მოძრაობა 15 აგვისტოს გაიხსნება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ახალი ესტაკადა საცობებისგან განტვირთავს ქალაქის მნიშვნელოვან ნაწილს - თავისუფლების მოედანს, მაჩაბელის, აფხაზის, ჭანტურიას, ფურცელაძის, თაბუკაშვილის, ლაღიძის, ლეონიძის, ბესიკის, ათონელის, ვირსალაძის, ვაჩნაძის, უკრაინკას, პუშკინისა და სხვა ახლომდებარე ქუჩებს, ასევე, გამსახურდიას სახელობის მარჯვენა სანაპიროს.

მათივე ინფორმაციით, ესტაკადა ლითონის კონსტრუქციით არის ნაგები და ახალი ხიდის სიმაღლის დონე თითქმის არსებული გზის შესაბამისია.

ახალი ესტაკადა, კონცეფციის თანახმად, ძველი ქალაქის სტილში ჩაჯდება, გამომდინარე აქედან, ხიდის მშენებლობით ძველი თბილისის იერსახე არ დაიკარგება და ესტაკადის ქვეშ აღმოჩენილი ქალაქის ნანგრევები შენარჩუნდება.

ამასთან, მოეწყო საფეხმავლო ბილიკი, რაც ტურისტული თვალსაზრისით და ვიზიტორების გადაადგილების კუთხით აღნიშნულ ტერიტორიას კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის.

დედაქალაქის მასშტაბით მიმდინარე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, თბილისის მერი დავით ნარმანია ვიცე-მერთან, ლაშა აბაშიძესთან და მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსთან გივი კუბლაშვილთან ერთად პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენისა და გზის გაფართოების სამუშაოებს ადგილზე გაეცნო და კონტრაქტორ კომპანიას ბოლო მითითებები მისცა.

„პუშკინის ქუჩაზე სამუშაოები სრულდება. მომდევნო კვირიდან მოძრაობა უკვე ორივე მიმართულებით გაიხსნება. პროექტი ძალიან ბევრი თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი - აქ განიტვირთება, როგორც საავტომობილო მოძრაობა, ასევე, გადაადგილება ტურისტებისა და ფეხით მოსიარულეთათვის გახდება უფრო კომფორტული. გაკეთდა სავალი ბილიკი, რაც ადრე არ არსებობდა. აღსანიშნავია, რომ ისტორიული ნაწილი შენარჩუნებულია, რაც ასევე ტურისტული მიმზიდველობის თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია და  შესაბამისად პროექტის განხორციელების შედეგად ეს არეალი კიდევ უფრო მეტად განვითარდება,“- განაცხადა დავით ნარმანიამ.

სამშენებლო სამუშაოებს პუშკინის ქუჩაზე თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით, კომპანია "CRP" აწარმოებს და პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 4,400,000 ლარია გამოყოფილი.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics