15:36 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-10 10:40:13, 642 ნახვა

საზოგადოება
ოთარ დანელიამ ამბროლაურში მშენებარე ფერმა დაათვალიერა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და კომპანიის „ბლაუენშტაინ საქართველო“ ხელმძღვანელ ირაკლი კერვალიშვილთან ერთად ამბროლაურის რაიონის სოფელ ხიმში შეღავათიანი აგროკრედიტით დაფინანსებული ახალი ფერმის მშენებლობა დაათვალიერა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანიის „ბლაუენშტაინ საქართველო“ ხელშეწყობით, ფერმა უახლოეს მომავალში დაიწყებს ფუნქციონირებას.  

უწყების ინფორმაციით, ფერმის მეპატრონემ, სოფელი ხიმშის მკვიდრმა ელდარ ხუციშვილმა 95,000 ლარის შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა. ფერმა 50-60 სულ საქონელზეა გათვლილი და  წლიურად   5-6 ტონა საქონლის ხორცის წარმოებაა დაგეგმილი. საწარმოში  6 ადამიანი მუდმივად დასაქმდება, სეზონურად კი, 16.

ოთარ დანელიას განცხადებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება მაღალმთიან რეგიონებში  წარმოების ხელშეწყობაა. რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში სასოფლო-სამეურნეო  პოტენციალს ათვისების მზარდი ტენდენციაა.

„მესაქონლეობის დარგის განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. „ქართულ-შვეიცარიული კომპანიის საქმიანობა არის მოდელი, რომელიც გვინდა, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოვიყენოთ, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში; საუბარია ისეთი გენეტიკის მეცხოველეობაზე, რომელიც აქამდე საქართველოში არ იყო“,- განაცხადა ოთარ დანელიამ.

შეღავათიანი აგროკრედიტითა და კომპანიის „ბლაუენშტაინ საქართველო“ ხელშეწყობით,  რაჭა-ლეჩხუმი-ზემო სვანეთის რეგიონში კიდევ 3 ახალი ფერმის მშენებლობა მიმდინარეობს. საერთო ჯამში, რეგიონში 9 თანამედროვე ტიპის ფერმა იფუნქციონირებს.

(NS)


 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics