2016-08-10 09:19:33, 1364 ნახვა
სამართალი
მდინარე გუბისწყალში ორი ძმა დაიხრჩო
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაიშში, მდინარე გუბისწყალში ორი ძმა დაიხრჩო.
გარდაცვლილები 19 და 20 წლის ძმები არიან. უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ერთ-ერთი მათგანი იხრჩობოდა და მეორემ დახმარება სცადა.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსს-ის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან