2016-08-10 00:09:40, 973 ნახვა
საზოგადოება
ავთანდილ ჭრიკიშვილი ნახევარფინალში დამარცხდა
ავთანდილ ჭრიკიშვილი ნახევარფინალში ამერიკელ მოჭიდავე ტრევის სტივენთან იპონით დამარცხდა. მიუხედავად იმისა, რომ მეტოქეს 2 შიდო ჰქონდა მიღებული, მაინც მოახერხა ქართველი მოჭიდავის დამარცხება.
ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ჭრიკიშვილის მეტოქე ტაკანორი ნაკასე იქნება.
შეგახსენებთ, რომ ქართველი ძიუდოისტი შეჯიბრში მეორე წრიდან ჩაება, სადაც ჯერ კუბელ ივან ფელიპე სილვა მორალესს სძლია იუკოთი, შემდეგ კი - სალვადორელ ხუან დიეგო ტურსიოსს გაფრთხილებების ხარჯზე აჯობა. 1/4-ფინალში ავთანდილ ჭრიკიშვლი იტალიელ მატეო მარკონჩინის შეხვდა და ვაზარ-იუკოთი მოუგო.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან