|
2016-08-09 19:16:48, 764 ნახვა
პოლიტიკა
ნადირაშვილი: უფრო დიდი სისულელეებიც მოგვისმენია, ვიდრე მდინარაძის დღევანდელი განცხადებაა
უფრო დიდი სისულელეებიც მოგვისმენია, ვიდრე მდინარაძის დღევანდელი განცხადებაა, - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის” მედია მდივანი ირმა ნადირაშვილი ”ქართული ოცნების” წევრის, მამუკა მდინარაძის დღევანდელ განაცხადებას, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების - კონსტანტინე ვარძელაშვილის, ქეთევან ერემაძისა და მაია კოპალეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა. ნადირაშვილის თქმით, მდინარაძის განცხადება ხელისუფლების მხრიდან საკონსტუტიციო სასამართლოს მიმართ დამოკიდებულების გამოხატულებაა. „ჩვენ უფრო დიდი სისულელეებიც მოგვისმენია, ვიდრე მდინარაძის დღევანდელი განცხადებაა. მაგალითად, როცა ჭიკაიძე ამბობდა რომ საბურავებს ვაგროვებთ რევოლუციისთვის, ან მოვლენები, როდესაც ფიქრობდნენ რომ რუსთავი 2-ს ეზოში რევოლუციას ვაპირებდით. ცხადია ესაა სისულელე და თავისთავად მდინარაძის, ვოლსკის, ბესელიას განცხადებები არის პირდაპირი დამოკიდებულების გამოხატულება ხელისუფლებისა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ. მათ მოსამართლეები მიიყვანეს იმ კრიზისამდე, რომ ისინი უარს ამბობენ თავიანთი ძირითადი მოვალეობა მართლმსაჯულება განეხორციელებინათ. ჩვენ დავასრულებთ ოცნების მთავრობას 8 ოქტომბერს“, - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა. ცნობისთვის, „ქართული ოცნების” წევრმა მამუკა მდინარაძემ დღეს განაცხადა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ” საკონსტიტუციო სასამართლო სისტემაზე კონტროლი დაკარგა. „დაგეგმილი ღონისძიება, რომელსაც პირობითად საკონსტიტუციო გადატრიალება თუ რევოლუცია ერქვა, კრახით დასრულდა”, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)