02:29 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-09 18:00:26, 1364 ნახვა

პოლიტიკა
სანდრო ბრეგაძე: მარგველაშვილმა რეფერენდუმზე უარის თქმით, ერთსქესიანთა ქორწინებას დაუჭირა მხარი

პარტია „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ წევრის სანდრო ბრეგაძის განცხადებით, პრეზიდენტი არალეგიტიმურია, რადგან მან ნახევარი მილიონი ადამიანის თხოვნა არ გაითვალისწინა და რეფერენდუმის ჩატარების ინიციატორებს არ შეხვდა.

როგორც ბრეგაძემ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა,

„გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტი არასდროს ყოფილა, ბიძინა ივანიშვილმა, როგორც უსულო საგანი, ისე დადო სკამზე. ეს არის მისი პოლიტიკური კარიერა. მისი ოჯახის წევრებისა და ალბათ, კარის მეზობლების გარდა, ერთი ადამიანიც არაა ვინც მას მისცა ხმა. ეს არის ამ პიროვნების ანატომია. დღევანდელ ფაქტს რაც შეეხება, ეს მშიშარა ადამიანია, რომელსაც შეეშინდა სიმართლის. მას ჩემთან შეხვედრის შეეშინდა, რადგან იქ უნდა ყოფილიყო ხვეწნა-მუდარა , რომ ჩვენ გავჩერებულიყავით. მას კი საკუთარი აზრი აქვს და ის გიგა ბოოკერიასა და შავ-ბნელი ძალების კარნახით მოქმედებს. პრეზიდენტმა 8 ოქტომბერს რეფერენდუმის ჩატარებაზე უარი თქვა და ამითი მან მხარი ერთსქესიანთა ქორწინებას დაუჭირა მხარი. მარგველაშვილმა ნახევარ მილიონ ადამიანს სულში ჩააფურთხა, რომლებიც რეფერნდუმს ითხოვდნენ. მარგველაშვილმა საბოლოოდ დაკარგა ჩემს თვალში ლეგიტიმურობა. ჩვენ ვაპირებთ, რომ ასეთი ადამიანები აღარ იყვნენ მსგავს თანამდებობაზე. ჩვენ დღეს შევიკრიბებით იმისთვის, რომ ასეთი პლასტელინები აღარ იყვნენ პრეზიდენტები“, - განაცხადა ბრეგაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტ  გიორგი მარგველაშვილსა და რეფერენდუმთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს შორის დღეს  დაგეგმილი  შეხვედრა ჩაიშალა.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანის ანა  დოლიძის განცხადებით, რეფერენდუმის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა  კონფრონტაციის  ენა  აირჩია და  ამ კონსულტაციაზე უარი განაცხადა:

„ საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოს პრეზიდენტი მზად იყო, შეხვედროდა რეფერენდუმის საინიციატივო ჯგუფს, თუმცა დღეს რეფერენდუმის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა აირჩია კონფრონტაციის და შანტაჟის ენა და უარი განაცხადა ამ კონსულტაციაზე, რაც ნათლად ავლენს ამ ჯგუფის ვიწრო პოლიტიკურ მიზნებს. აქედან გამომდინარე ეს დათქმული შეხვედრა აღარ შედგება“, - აღნიშნა ანა დოლიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics