02:31 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-09 16:45:58, 983 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი სესიაშვილი: არ მგონია, ვინმეს ეჭვი გაუჩნდეს, რომ ბეჭდის ჩუქება ორ ხმაზე იყოს ორიენტირებული

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ ბეშუმში ახალდაქორწინებულებისთვის ბეჭდის ჩუქების ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ტრადიციებს პატივი უნდა ვცეთ და მომხდარი ფაქტი ამომრჩევლის მოსყიდვად არ უნდა ჩაითვალოს.

 „პირველ რიგში, ჩვენ აუდიტის სამსახურის დასკვნას დაველოდებით. თუმცა, ჩვენს ქვეყანაში არის ტრადიციები, რასაც პატივი უნდა ვცეთ. ტრადიცია არ უნდა მივიღოთ, როგორც ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტი. მე თელავის მაჟორიტარი ვარ და კახეთში სტუმარ-მასპინძლობა ტრადიციაა და ამ წესს კახეთში დიდ პატივს სცემენ. შეიძლება, ამ ტრადიციის გამო, გარკვეული ფაქტები ამომრჩევლის მოსყიდვად ჩაითვალოს. ბატონ გიორგის რომ გადაეცა ახალდაქორწინებულთათვის ბეჭედი და ეთქვა, რომ ბეჭედს ხმის მიცემის სანაცვლოს აძლევდა, ეს სხვა რამეა. ასე თუ მივყვებით, არსად არ უნდა წავიდეთ და ყვავილები ვერ მიყიდია. თუ ვინმეს საჩუქარს ხმის სანაცვლოდ მისცემ, ეს ამომრჩევლის მოსყიდვაა, მაგრამ ყველაფერს ნუ გამოვეკიდებით. ეს ყველაფერი ჩვენს მენტალობას ეწინააღმდეგება. არ მგონია, ვინმეს ეჭვი გაუჩნდეს, რომ ბეჭდის ჩუქება ორ ხმაზე იყოს ორიენტირებული“, - განუცხადა სესიაშვილმა „ექსპრესნიუსს“.

შეგახსნებთ, რომ აუდიტის სამსახურმა პრემიერ-მინისტრის მიერ ახალდაქორწინებულებისთვის საჩუქრის გადაცემის ფაქტის შესწავლა დაიწყო. შეგასენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით,  6 აგვისტოს ბეშუმში გამართულ შუამთობის დღესასწაულზე პრემიერმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ახალდაქორწინებულებს საჩუქრად ოქროს ბეჭდები გადასცეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics