02:31 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-09 16:06:59, 663 ნახვა

პოლიტიკა
ნოდარ ხადური: მთავრობის სტრატეგიული არჩევანია, წაიშალოს ზღვარი, რომელიც თაობათა შორის არსებობს

ფინანთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით,  პროგრამა „ცხოვრება გრძელდება" ჰუმანურად, სოციალურად და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ეკონომიკურად გამართლებული ინიციატივაა. 

„ცხოვრება მართლაც გრძელდება და პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით გუნდში დაიწყო მუშაობა იდეაზე - პენსიონერებსა და იმ კომპანიებს,  რომლებშიც შესაძლებელია პენსიონერთა შრომის გამოყენება, მიეცეთ მეტი სტიმული თავიანთი  შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებისთვის“, - აღნიშნა ნოდარ ხადურმა.

ფინანსთა მინისტრის თქმით, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, შედარებით ასაკოვანი ადამიანების შესაძლებლობები რეალურად გამოუყენებელია, ახალი პროგრამა კი, მათ საშუალებას აძლევს პენსიასთან ერთად მიიღონ დამატებითი შემოსავალი და სწორი მიმართულებით წარმართონ მათ ხელთ არსებული რესურსი.

„ეს არის იმ ერთიანი სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის ნაწილი, რომელსაც მთავრობა ახორციელებს - ადამიანი არის ჩვენი მთავარი ღირებულება, მიუხედავად მისი ასაკისა. შესაბამისად, ყველა პენსიონერი, რომელსაც დღეს ნაკლები შესაძლებლობა აქვს, უნდა ჩაერთოს იმ ფერხულში, რომელსაც ეკონომიკის აღმავლობა ჰქვია. მთავრობის ხედვა და სტრატეგიული არჩევანია, რომ წაიშალოს ზღვარი, რომელიც არსებობს თაობათა შორის“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ფინანსთა მინისტრის განმარტებით, პროგრამა მნიშვნელოვანია, როგორც სოციალური თვალსაზრისით - ითვალისწინებს   ადამიანების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას და მათთვის ღირსეული აწმყოს შექმნას, ისე ეკონომიკური კუთხით - მოხდება ადამიანური რესურსისა და მათი ცოდნის სწორი და ეფექტიანი გამოყენება.

ნოდარ ხადურის განცხადებით, პროგრამა „ცხოვრება გრძელდება" ეხება ყველა პენსიონერს.  „ყველა იმ პენსიონერ ადამიანს, რომელმაც გადააბიჯა საპენსიო ასაკს და აქვს რესურსი, უნარი, გამოცდილება და ენერგია, შესაძლებლობა ეძლევა სახელმწიფოს სწორი და ჯანსაღი მიდგომის წყალობით, ჩაერთოს პროგრამაში და გამოიყენოს საკუთარი რესურსები", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics