|
2016-08-09 16:02:57, 715 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: ევროპის წამყვან ქვეყნებში ნორმატიული შინაარსის გაუქმებასთან დაკავშირებით, პრეცედენტები არ არსებობს
„ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრი მამუკა მდინარაძე საკონსტიტუციო სასამართლოს სამი მოსამართლის უკანასკნელ განცხადებას ეხმაურება. „უკვე რამდენიმე დღეა უშედეგოდ ველოდებით ბატონ გიორგი პაპუაშვილისგან, პასუხს იმ კითხვებზე რა კითხვებიც დაისვა და რაზეც საზოგადოებას პასუხი აინტერესებს. მის მაგივრად პასუხი გასცა სამმა მოსამართლემ, მათ ბოლო განცხადებაში დააზუსტეს, რომ ადგილი ქონდა სარჩელების არა შეცვლას, არამედ ელექტრონული ვერსიის წინასწარ დარიგებას, რომ მოსამართლეები საწრაფად გაცნობოდნენ საქმეს, ამაზე ალბათ კომენტარიც ზედმეტია და დამეთანხმებით რომ ეს არის თავის მართლების ყველაზე ცუდი ვერსია",-განაცხადა მდინარაძემ. მისივე თქმით, მსგავსი პრეცედენტები, მსგავსი ნორმების და ნორმატიული შინაარსის გაუქმებასთან დაკავშირებით, ევროპის წამყვან ქვეყნებში პრაკტიკულად არ არსებობს. " ყველაფერი ეს, უპასუხობა ამ კითხვებზე, ბადებს ძალიან საფუძვლიან ეჭვს ამ კონკრეტული საქმეების ლობირების. ეს მიგვიყვანს მხოლოდ და მხოლოდ ერთ დასკვნამდე რომ "ნაც. მოძრაობამ" დაკარგა კონტროლი სასამართლო სისტემაზე. კრახით დასრულდა მათ მიერ დაგეგმილი ღონისძიება, რომელსაც პირობითად ერქვა როგორც ჩანს საკონცტიტუციო გადატრიალება თუ რეოლუცია და ბოლოდროინდელი განცხადებები დაპოზიციები მიანიშნებენ იმაზე, რომ ისინი არიან პოლიტიკურ აგონიაში და აქედან გამომდინარე, ყველაზე მწვავე და კრიტიკულ შეკითხვებს არ სცემენ პასუხს, რომელზეც, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საზოგადოებას აინტერესებს პასუხი და ეს კითხვები უპასუხოდ რჩება",-აცხადებს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი მამუკა მდინარაძე.
(NS)
კახა კალაძე - რასაც ჩვენთან აკეთებდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, დღეს იგივე მიიღეს საკუთარ ქვეყნებში
კოპალეიშვილი „ოცნების“ დეპუტატებს - ჩემი სტუდენტები იყვნენ, რა საფრთხეს წარმოვადგენ მე?
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ლაშა ფარულავა - ოცნება ხალხს ცხოვრებას კიდევ ერთხელ უძვირებს - ეს სოციალური ტერორის გზაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)